დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მზარდი მოთხოვნის ფონზე კრუიზების ღირებულებამ პანდემიამდელ დონეს ბევრად გადააჭარბა

მზარდი მოთხოვნის ფონზე კრუიზების ღირებულებამ პანდემიამდელ დონეს ბევრად გადააჭარბა

12-10-2023 20:00:57

საკრუიზო მოგზაურობის საშუალო ღირებულებამ COVID-პანდემიამდე არსებულ ტარიფებს გადააჭარბა და მზარდი მოთხოვნის ფონზე ზრდას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი Cruise Critic-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამრიგად, კარიბის ზღვის აუზის 5 ღამის კრუიზი 2023 წლის დეკემბერში საშუალოდ 736 დოლარი ეღირება, რაც დაახლოებით 37%-ით მეტია შარშანდელ ფასზე და 43%-ით მეტი პანდემიამდელ დონეებზე.

იმავდროულად, უმსხვილესი საკრუიზო ოპერატორები, როგორიცაა Carnival და Royal Caribbean Cruises, არ გამორიცხავენ ფასების შემდგომ ზრდას, მიუხედავად დადებითი ფინანსური შედეგებისა წელს, რაც პანდემიის შემდეგ ინდუსტრიის აღდგენაზე მიუთითებს.

კერძოდ, Carnival-მა 2023 წლის მესამე კვარტალში რეკორდული შემოსავალი დააფიქსირა. დაჯავშნის მოცულობამ ასევე მიაღწია ყველა დროის მაქსიმუმს, რაც ოპერატორს საშუალებას აძლევს გაზარდოს საკრუიზო ტევადობა და გამოიმუშაოს უფრო მაღალი შემოსავალი, ვიდრე 2019 წელს, Covid- შეზღუდვების შემოღებამდე.

თუმცა, კომპანია განიხილავს ტარიფების შეცვლას, რაც სურსათის, საწვავის და ხელფასების ზრდას უკავშირებს.

ოპერატორები არ ასახელებენ კრუიზების ღირებულების გაზრდის კონკრეტულ გეგმებს, თუმცა Barclays-ის ანალიტიკოსის, ბრანდტ მონტურის თქმით, 2024 წელს ამ ტიპის მოგზაურობა პანდემიის წინა პერიოდთან შედარებით 20-40%-ით გაძვირდება.

კრუიზებზე ამჟამად დაფიქსირებული მზარდი მოთხოვნა განპირობებულია, ერთის მხრივ, ხალხის სურვილით, ჩაკეტილი საზღვრებისა გამო დაკარგული მოგზაურობების კომპენსირება მოახდინონ და, მეორე მხრივ, ავიაბილეთების ფასის მკვეთრი ზრდით: 2019 წელთან შედარებით მათი ფასები 26%-ით გაიზარდა.

როდესაც კრუიზები გვთავაზობენ დამატებით პროდუქტებს, როგორიცაა კვება და გართობა - ეს შეთავაზებებო მაინც უკეთესი ფინანსური ვარიანტია, ამბობს Cruise Critic-ის უფროსი რედაქტორი აარონ სანდერსი.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები