2022 წელს მუზეუმებში დამთვალიერებელთა რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით 109.2 პროცენტით გაიზარდა და 1 688.2 ათასი კაცი შეადგინა. საშუალოდ ერთ მუზეუმზე 6.7 ათასი დამთვალიერებელი მოდის.
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს მუზეუმებში ექსკურსიების რაოდენობა 95.0 პროცენტით გაიზარდა და 39 110 ერთეული შეადგინა, ხოლო გამოფენათა რაოდენობა - 59.0 პროცენტით გაიზარდა და 854 ერთეული იყო.
2022 წელს საქართველოში 252 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი ფუნქციონირებდა, საიდანაც 98 ერთეული წარმოადგენს მემორიალურ მუზეუმს, 71 ერთეული - ისტორიულს (მხარეთმცოდნეობის), 24 ერთეული - ხელოვნების, 13 ერთეული - მუზეუმ-ნაკრძალს, 2 ერთეული - ლიტერატურულს, ხოლო 44 სხვა სახის მუზეუმს.
2022 წელს ყველაზე მეტი მუზეუმი ფუნქციონირებდა ქ. თბილისში (23.0 %). ამ მაჩვენებლით მეორე და მესამე ადგილებზე იმერეთის (15.9%) და კახეთის (13.5%) რეგიონებია.
უახლესი
10 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება