დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მცირე და საშუალო ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის, მეტი წვდომა უნდა გვქონდეს დაფინანსების დივერსიფიცირებულ ინსტრუმენტებზე - ნათია თურნავა კაპიტალის ბაზარზე

მცირე და საშუალო ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის, მეტი წვდომა უნდა გვქონდეს დაფინანსების დივერსიფიცირებულ ინსტრუმენტებზე - ნათია თურნავა კაპიტალის ბაზარზე

14-03-2024 11:07:00

ჩვენ სრულიად ვაცნობიერებთ კაპიტალის ბაზრის განვითარების აუცილებლობასა და მნიშვნელობას ჩვენი შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არსებობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა, მაინც საჭიროა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ალტერნატიული ფინანსური წყაროები.

„ჩვენი საბანკო სექტორის აქტივობის ხარისხი მაღალია და საკმარისი ლიკვიდურობა გააჩნიათ. მაგრამ მცირე და საშუალო ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის, მეტი წვდომა რომ გვქონდეს დივერსიფიცირებულ ინსტრუმენტებზე, აუცილებელია მათ უნდა ჰქონდეთ ალტერნატიული დაფინანსების წყარო, რომელსაც სხვა და სხვა ქვეყანაში წარმოადგენს კაპიტალის ბაზარი. უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით, შეიქმნა ძირითადი საკანონმდებლო ბაზა. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა განხორციელდა, რაშიც ჩართული იყო ეროვნული ბანკი და მთავრობა და ამის საპასუხოდ, ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება მოცულობა ჩვენი კაპიტალის ბაზრის. იზრდება მონაწილეთა რაოდენობა, როგორც ემიტენტების, ასევე ინვესტორების მხრიდან, თუმცა არის ბევრი გამოწვევა, რომელთან გასამკლავებლადაც ჩვენ გაგვაჩნია ეფექტური სტრატეგია და მიხარია, რომ „თიბისი“ კაპიტალის ეგიდით ტარდება ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა და გვაქვს შესაძლებლობა ერთმანეთს გაუცვალოთ ხედვა“, - განაცხადა თურნავამ.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ეროვნული ბანკი მოქმედებს, არა მხოლოდ როგორც რეგულატორი, „თუმცა მკაცრი და ეფექტური რეგულირება არის წინაპირობა ბაზრის გამჭვირვალობისა და ნდობის ერთმანეთთან მიმართებით ბაზარზე, მაგრამ როგორც დეველოპერებიც ვმოქმედებთ, იმიტომ რომ ეს ბაზარი ჯერ კიდევ ვითარდება, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და რა თქმა უნდა საკანონმდებლო ჩარჩოსაც ვხვეწავთ მთავრობის უწყებებთან თანამშრომლობით, იმიტომ რომ ეს არის ერთობლივი ამოცანა“, - აღნიშნა თურნავამ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები