დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მთავრობის სტრატკომს მიშა ფეიქრიშვილი უხელმძღვანელებს

მთავრობის სტრატკომს მიშა ფეიქრიშვილი უხელმძღვანელებს

09-02-2024 14:01:00

მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს მიშა ფეიქრიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ მთავრობის სტრატკომის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი Facebook-ზე წერს. 

მიშა ფეიქრიშვილი ამ დრომდე ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა, მანამდე კი, პარლამენტის პრესსამსახურის უფროსი იყო.

„წარმატებები მიშას ურთულეს, მაგრამ საინტერესო საქმეში. ბევრი კარგი ამბები და დღეები. დღეიდან მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის ადგილს მიშას ვაბარებ“, - წერს ნინო გიორგობიანი. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები