დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მთავრობა თევზჭერის იარაღის უკანონო ბრუნვის დარეგულირებისთვის საკანონმდებლო ინიციატივას ამუშავებს

მთავრობა თევზჭერის იარაღის უკანონო ბრუნვის დარეგულირებისთვის საკანონმდებლო ინიციატივას ამუშავებს

15-09-2023 16:00:41

მთავრობა თევზჭერის იარაღის უკანონო ბრუნვის დარეგულირებისთვის საკანონმდებლო ინიციატივას ამუშავებს. ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევა. უფრო კონკრეტულად არსებულ კოდექს ემატება 1816 მუხლი - თევზჭერის იარაღის უკანონო ბრუნვა, რომელიც დაარეგულირებს თევზჭერის იარაღებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს.

კერძოდ, დარეგულირდება თევზჭერისთვის გამოყენებული იარაღების სამოქალაქო კანონპროექტის მიღების შედეგად, მოსალოდნელია ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდა, რადგან კანონპროექტი ითვალისწინებს არსებული ჯარიმის გაზრდას. არ გამომდინარეობს 12 ბრუნვა და განისაზღვრება შესაბამისი სახდელები აღნიშნული წესების დარღვევისთვის, რაც მაკონტროლებელ უწყებებს მისცემს შესაძლებლობას, უკანონო თევზჭერის ფაქტის დაფიქსირებამდე, პატრულირებისა და მონიტორინგის ეტაპზე, მოახდინონ სამართალდარღვევის პრევენცია პირის გადამოწმებით და უკანონო თევჭერის იარაღების კონფისკაციით.

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თევზჭერისთვის გამოყენებული ელექტროშოკის აპარატისა და თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოების გამოყენების საკითხის დარეგულირება, ვინაიდან, თვითნაკეთი (კუსტარულად დამზადებული) ელექტროშოკის აპარატი გამოიყენება უკანონო თევზჭერისთვის (ბრაკონიერობისთვის) და წარმოადგენს საფრთხეს როგორც ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, აგრეთვე წყლის ბიომრავალფეროვნებისთვის.

დღეისათვის არ არსებობს თევზჭერისთვის გამოყენებული ელექტროშოკის აპარატისა და თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი უკანონო თევზჭერის პრევენციის საკანონმდებლო მოწესრიგება, უშუალოდ უკანონო თევზჭერის ფაქტის დაფიქსირებამდე. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები