დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მთაწმინდის პარკი ყველის ფესტივალს უმასპინძლებს

მთაწმინდის პარკი ყველის ფესტივალს უმასპინძლებს

16-09-2023 13:00:34

17 სექტემბერს 12:00 საათიდან მთაწმინდის პარკი • Mtatsminda Park-ის და ყველის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით, პარკის ცენტრალურ მოედანზე ყველის ტრადიციული ფესტივალი გაიმართება, რომლის ტრადიციაც სათავეს 2018 წლიდან იღებს და წელიწადში, ორჯერ იმართება.

ღონისძიების დეტალებზე Business Insider Georgia- თან მთაწმინდის პარკის პიარისა და ღონისძიებების მენეჯერი ეთო გიგიაძე საუბრობს.

მისი შეფასებით, ფესტივალის მიზანია, ქართული ტრადიციული ყველის ნაირსახეობების პოპულარიზაცია როგორც ადგილობრივი მომხმარებლისთვის, ასევე, ტურისტებისათვის.

,,ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ყველის ნაირსახეობა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან. თუმცა განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სვანეთის რეგიონის და კონკრეტულად არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ყველის – ნარჩვის პოპულარიზაციაზე. ფესტივალში მონაწილეობის მიზნით სვანეთიდან ჩამოდის 12 მეწარმე. სვანეთის კუთხესთან გაიმართება სხვადასხვა კერძების მასტერკლასები, ნარჩვის ყველისგან გაკეთდება ხაჭაპური, წარმოდგენილი იქნება ასევე ყველის ამოყვანის ტექნოლოგია და სხვა.  ღონისძიებაში ჩაერთვებიან  სხვადასხვა ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების წარმომადგენლები, სანახაობრივად დატვირთული ფესტივალი ჩატარდება. დღის განმავლობაში კი სტუმრების განწყობას მუსიკა და საფესტივალო გარემო აამაღლებს“, - აცხადებს ეთო გიგიაძე.

მისი ინფორმაციით, ყველის ფესტივალს მთაწმინდის პარიკი 2018 წლიდან მასპინძლობს. მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ღონისძიება წელს ორ-სამჯერ ეწყობა. 2023 წლის 17 ოქტომბერს რიგით მეორე ყველის ფესტივალი ტარდება.

გემრიელ პროდუქტებთან ერთად ფესტივალი ღონისძიების სტუმრებს სასიამოვნო მუსიკას, მთაწმინდის სუფთა ჰაერსა და კარგი დროის გატარებას ჰპირდება.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები