დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მსოფლიო ეკონომიკა დიზელის საწვავის რეკორდულ დეფიციტს განიცდის - Bloomberg

მსოფლიო ეკონომიკა დიზელის საწვავის რეკორდულ დეფიციტს განიცდის - Bloomberg

21-08-2023 09:00:44

დიზელის საწვავის მსოფლიო მარაგი დღეს ისტორიულ მინიმუმზეა. რაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გათბობის სეზონის მოახლოების ფონზე, ექსპერტების შიშს იწვევს რაც ტრადიციულად საწვავზე მოთხოვნის ზრდას განაპირობებს. .

ამის შესახებ Bloomberg წერს. 

ანალიტიკოსების აზრით, მარაგების ამჟამინდელი დონე შესაძლოა, არ იყოს საკმარისი  მომავალი ზამთრის თვეებში ეკონომიკის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

მიწოდების მხრივ ნებისმიერმა შეფერხებამ ან მოთხოვნის მოულოდნელმა ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ამ კრიტიკულ ენერგეტიკულ პროდუქტზე  ფასის აწევა.

„ჩვენ უნდა შევქმნათ მარაგები ახლა, რადგან ჩვეულებრივ სექტემბრიდან იწყება სეზონური შემცირება“, - თქვა ევგენი ლინდელმა, FGE ინდუსტრიის კონსულტანტმა ნავთობპროდუქტების ხელმძღვანელმა.

განსაკუთრებით დაძაბული ვითარებაა ევროპასა და ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტის სანაპიროზე. ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში დიზელის მარაგი Wood Mackenzie-ის პროგნოზით უახლოეს თვეებში შემცირდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს პერიოდისთვის დამახასიათებელია, რეზერვების ამჟამინდელი დონე ისტორიულ ნორმებზე დაბალია.

ვითარებას ამძიმებს გადამამუშავებელი ქარხნების მსუბუქი ხარისხის ნავთობის გადასვლა, რაც იწვევს დიზელის საწვავის გამომუშავების შემცირებას. ასევე იზრდება თვითმფრინავის საწვავის წარმოება, რომლის საჭიროებაც სწრაფად აღდგება პანდემიის შემდეგ.

შეერთებულ შტატებში დიზელის ფასები ივლისიდან მატულობს, რაც უკვე უფრო მეტად აისახება ინფლაციაზე, ვიდრე ბენზინზე. აშშ-ს გადამამუშავებელმა ქარხნებმა ზაფხულში მარაგების გაზრდა ვერ შეძლეს წამგებიანი შენახვის გამო.

ახალ ინგლისში დიზელის მიმწოდებელი, კანადური ირვინგის გადამამუშავებელი ქარხანა, სექტემბრიდან 7 კვირის განმავლობაში გეგმიურ რემონტზე იხურება. ეს კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას რეგიონში.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ჩინეთის მიერ საწვავის ექსპორტისთვის ახალი კვოტების გაცემის ფონზეეც კი ნაკლებად სავარაუდოა, რომ სიტუაციის რადიკალურად გაუმჯობესება მოხდეს. ჩინეთიდან შიდა მოთხოვნა მოსალოდნელზე მაღალი იყო, მიუხედავად სამშენებლო სექტორში არსებული პრობლემებისა.

ამრიგად, გლობალური ეკონომიკა ზამთრის სეზონის წინა პერიოდში დიზელის საწვავის მარაგების ისტორიულ მინიმუმს მიუახლოვდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები