Motorola-მ Lenovo Tech World ’23-ზე მოქნილი ეკრანით სმარტფონის პროტოტიპი წარადგინა, რომელიც ტარებაც მაჯაზე სამაჯურივით შეიძლება.
კონცეპტის მიხედვით, მობილური ტელეფონი იყენებს FHD+ დისპლეის, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნილებების მიხედვით შეიძლება მოიხაროს. მაგალითად, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ჩვეულებრივი Android-სმარტფონი ბრტყელი ეკრანით და საჭიროების შემთხვევაში მოხრილი - სამაჯურად.
მოწყობილობის ტარება შესაძლებელია პირდაპირ მაჯაზეც. ამ რეჟიმში ეკრანი მაჯის ირგვლივ იხრება. ასეთ დროს ეკრანის ზედა ნაწილი რჩება აქტიური, რომელიც აჩვენებს საათს და შეტყობინებებს.
ეს სამუშაო კონცეფცია აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება მოქნილი ეკრანების გამოყენება ტელეფონებში. მაგრამ Motorola ჯერ არ გეგმავს ასეთი სმარტფონების მასობრივი წარმოების დაწყებას.
უახლესი
15 საათის წინ
პრემიერ-მინისტრი ფიფას პრეზიდენტს შეხვდა16 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7374 ლარი გახდა