დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მოსკოვზე შეტევა დრონებით განხორციელდა

მოსკოვზე შეტევა დრონებით განხორციელდა

24-07-2023 09:23:06

24 ივლისს დილით, მოსკოვზე შეტევა ორი უპილოტო საფრენი აპარატით განხორცელდა, - ამის შესახებ მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა.

„დღეს, დაახლოებით დილის ოთხ საათზე დაფიქსირდა დრონების შეტევა ორ არასაცხოვრებელ კორპუსზე.  სერიოზული დაზიანება ან მსხვერპლი არ არის“, - დაწერა სობიანინმა ტელეგრამზე. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ დრეს დილით ორი უკრაინული დრონი გაანეიტრალეს.

„24 ივლისს დილით, კიევის რეჟიმს ჰქონდა მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა ორი უპილოტო საფრენი აპარატით ქალაქ მოსკოვის ობიექტებზე. ელექტრონული სისტემების საშუალებით ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ“, - ნათქვამია სამხედრო დეპარტამენტის განცხადებაში.

TASS-ის ცნობით, პირველი უპილოტო დრონის ნამსხვრევები კომსომოლსკის პროსპექტზე მე-17-ე სახლთან აღმოაჩინეს. სახლი, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს შენობასთან ახლოს ფრუნზენსკაიას სანაპიროზე მდებარეობს. 

მეორე დრონი ლიხაჩევის გამზირზე მშენებარე ბიზნეს ცენტრს დაეჯახა. შედეგად, 50 კვადრატულ მეტრ ფართობზე შენობაში მე-17 და მე-18 სართულების მინები ჩამსხვრეულია. ამავე შენობაში მდებარეობს მაღაზია Leroy Merlin.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა. მერიაში განაცხადეს, რომ კომსომოლსკის პროსპექტსა და ლიხაჩევის პროსპექტზე მოძრაობა გადაკეტილია.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მოსკოვზე უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმა რამდენჯერმე განხორცოელდა. 3 მაისის ღამეს, მოსკოვის კრემლს ორმა დრონმა შეუტია. რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა და ვლადიმერ პუტინის მკვლელობის მცდელობად შეაფასა, რომელიც, როგორც ხაზგასმით აღინიშნა, იმ მომენტში სხვა რეზიდენციაში იმყოფებოდა.

30 მაისს დილით უპილოტო თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს მოსკოვის რამდენიმე რაიონზე. სამი უპილოტო თვითმფრინავი ახალ მოსკოვში და რუსეთის დედაქალაქის ცენტრში საცხოვრებელ კორპუსებს დაეჯახა. 21 ივნისს ახალ მოსკოვსა და ნარო-ფომინსკის ურბანულ რაიონში სამი დრონი ჩამოაგდეს. 4 ივლისს მოსკოვის მისასვლელთან ჩამოაგდეს რამდენიმე დრონი, რის გამოც ვნუკოვოს აეროპორტი დროებით დაიხურა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები