ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ თელავის აეროპორტის აღდგენა ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური სიახლეა ავიაციის დარგის წარმომადგენლებისთვის, რომელებიც კახეთის რეგიონში ოპერირებენ.
„გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ბოლო წლებში ყველაზე ხშირად მომართვადი საკითხი. „მიმინოს" არსებული ტერიტორია, რომელსაც შემდგომში სხვა სახელი ერქმევა . დღეს იცით, რომ ძალიან აქტიურ ფაზაში ვართ, რომ სწორად დავგეგმოთ თელავის აეროპორტის განვითარება. ძალიან მოკლედ შემიძლია ვთქვა ის, რომ ჩვენ გვაქვს ღირსეული და სწორი ამბიცია იმისთვის, რომ თელავში გვქონდეს ერთ-ერთი საუკეთესო შიდა აეროპორტი რომელსაც ვაგეგმარებთ სამომავლოდ, როგორც საერთაშორისო აეროპორტს“, - ამბობს მარიამ ქვრივიშვილი.
მისი თქმით, თელავის აეროპორტი საერთაშორისო სტანდარტს უპასუხებს და მომავალი წელს კახეთიდან ბათუმში, თბილისსა და მესტიაში ფრენა იქნება შესაძლებელი.
„თელავში გვექნება საწყის ეტაპზე 1,7 კილომეტრის სიგრძის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, იმისთვის, რომ მოვემსახუროთ დიდი ზომის ხომალდებს. გვექნება ახალი სამგზავრო ტერმინალი. კერძო სექტორისთვის მიმდინარე პერიოდში გამოცხადებული გვაქვს კონკურსი, დაველოდებით არქიტექტორებისგან შემოთავაზებებს.
ტერმინალი იქნება ტევადი და 50 ათას მგზავრზე იქნება გათვლილი და მნიშვნელოვანია, რომ თელავის აეროპორტის დამატებით, ჩვენ საავიაციო ინფრასტრუქტურაში შევქმნით ახალ ჯაჭვს. იდეა არის ის, რომ თელავი და კახეთი, როგორც რეგიონი ოთხი სეზონის განმავლობაში დავაკავშიროთ ყველა საერთაშორისო აეროპორტთან.
განსაკუთრებით ქუთაისთან, ისე როგორც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტთან. დავაკავშიროთ ყველა შიდა აეროპორტთან, მათ შორის რაჭასთან, ასევე სვანეთთან ოთხი სეზონის განმავლობაში.
მაგალითად, თუკი ტურისტი ზაფხულში ჩამოვიდა ბათუმში დუბაიდან 3-4 დღით და არის პარასკევი-კვირის ფრენა და თუ არ იქნება შიდა ფრენები, ტურისტი სხვა შემთხვევაში დროის ამ მოკლე მონაკვეთში კახეთში ვერასოდეს ვერ მოხვდება.
შესაბამისად, შიდა ფრენებით ტურისტს შეუძლია დილას გადაფრინდეს კახეთში, დარჩეს საღამომდე და ისევ გადმოფრინდეს ბათუმში. ამასთან ტურისტი სხვადასხვა სერვისებს ყიდულობს, შედის რესტორანში, აგემოვნებს ჩვენს ღვინოს. მისი ეკონომიკური გავლენა, ბათუმთან ერთად ასევე გადადის კახეთზე“, - ამბობს მარიამ ქვრივიშვილი.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა