მოკლე პერიოდში მივიღებთ სტრატეგიულ გადაწყვეტილებას, ვიტყოდი ისტორიულ გადაწყვეტილებასაც, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის მთავარი აეროპორტის, დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, მისი თქმით, კვლევა, რომელიც დედაქალაქისთვის ახალი აეროპორტის საჭიროებას ეხებოდა თითქმის ფინალშია გასული.
„იცით, რომ ერთი გზა არის, რომ მოხდეს არსებული, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარება, ჩვენ გაქვს გენერალური განვითარების გეგმა, მათ შორის მომზადებული არსებული ოპერატორის მიერ და ვიცით ის შეზღუდვები, რომელიც აქვს და ექნება არსებულ აეროპორტს. თუ რა შეიძლება იყოს ის მაქსიმუმი, სადამდეც შეიძლება არსებული აეროპორტის გამტარუნარიანობა გაიზარდოს. მეორეს მხრივ ჩვენი გუნდი მუშაობს და ფაქტობრივად დასრულებულია მუშაობა იმ კვლევაზე, რაც გულისხმობს, რა იქნება თუ კი ჩვენ ავაშენებთ ახალ აეროპორტს ვაზიანის ტერიტორიაზე.
გამოკვეთილი არის, რომ ვაზიანს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა სამომავლოდ, რომ მოხდეს ძალიან მასშტაბური საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება. იმისთვის, რომ საქართველომ ღირსეული ადგილი დაიკავოს გლობალურ საავიაციო ინდუსტრიაში და ჩვენ ასევე შევიძინოთ ტრანზიტულ ლოგისტიკური ჰაბი როლი და სწორედ პირველი და მთავარი გადაწყვეტილების მიღება ის იქნება, რომელსაც საქართველოს მთავრობა მიიღებს კონკრეტული კვლევების საფუძველზე, თუ რა იქნება სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი, მომგებიანი გადაწყვეტილება: მოხდეს არსებული აეროპორტის გაფართოება, თუ აშენდეს ახალი აეროპორტი ვაზიანის ტერიტორიაზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება უკვე საუბარი ფორმებზე, თანამშრომლობაზე და ასე შემდეგ“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, არსებულ ხელშეკრულებას TAV Georgia-სთან ვადა გასდის 2027 წლის განმავლობაში.
„მანამდე ან ამ პერიოდისთვის ჩატარდება გამჭვირვალე შესყიდვების პროცედურა, იქნება ბაზრის კვლევა, ინტერესთა გამოხატვა, რითაც სხვა კომპანიებმაც ექნებათ საშუალება დააფიქსირონ საკუთარი ინტერესი და ჩვენც გვექნება საშუალება, რომ მაღალი კონკურენციის ფარგლებში ავარჩიოთ სწორი პარტნიორი“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
უახლესი
15 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება