დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„მოჩიკო“ იაპონური ტკბილეულის საწარმოს შემდეგ, ქუთაისში ბრენდულ მაღაზიას ხსნის

„მოჩიკო“ იაპონური ტკბილეულის საწარმოს შემდეგ, ქუთაისში ბრენდულ მაღაზიას ხსნის

12-09-2024 16:00:00

„მოჩიკო“ იაპონური ტკბილეულის საწარმოს შემდეგ, ქუთაისში ბრენდულ მაღაზიას ხსნის, -ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის მფლობელმა  თაკო კინწურაშვილმა განუცხადა. 

„ბაზარზე გაჩენილმა მოთხოვნამ გვიბიძგა, რომ საოჯახო ტიპის საწარმო, გამართული წარმოებით ჩაგვენაცვლებინა. ოჯახი წარმოება მცირე ბიუჯეტით დავიწყეთ და დაახლოებით ერთ წელში ავიღეთ საბანკო სესხი 70 000 ლარის ოდენობით, იჯარით ავიღეთ ფართი, ვიყიდეთ ინვენტარი და გამართული საწარმო გავხსენით. დაახლოებით ორ კვირაში „მოჩიკოს“ ბრენდით ქუთაისში პირველ მაღაზიას გავხსნით“, - ამბობს მეწარმე. 

როგორც თაკო კინწურაშვილი ამბობს, ცდილობენ ბაზარს ის პროდუქტი მიაწოდონ, რომელზეც მოთხოვნაა და დეფიციტურია.

„ვამზადებთ დუბაის შოკოლადს, რომელიც საკმაოდ ხარისხიანია“, - ამბობს მეწარმე. 

მალე ქუთაისს შეემატება „მოჩიკოს“ მაღაზია, სადაც გემრიელ დესერტებთან ერთად, მომხმარებელს ყავასაც შესთავაზებენ.

„მოჩიკო" საოჯახო ტიპის საწარმოა, რომელიც 2023 წლის 23 მაისს დაფუძნდა. ბრენდის სახელით დესერტის 13 სახეობა იწარმოება, ასევე 3 კრემიანი მოჩი, რომელიც განსხვავებული სტრუქტურით გამოირჩევა.

ცნობისთვის, მოჩი იაპონური ნაყინია რომელიც მზადდება მოჩიგომისგან - იაპონური მრგვალმარცვლოვანი წებოვანი ბრინჯისგან, გამოირჩევა განსხვავებული,საინტერესო გემოთი და სტრუქტურით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები