ვენესუელაში Mir-ის საგადახდო სისტემამ დაიწყო ფუნქციონირება. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში 80 ათასზე მეტი ტერმინალია, რომლებიც Mir-ის ბარათებს იღებს.
აღსანიშნავია, რომ ივლისში რუსეთის ელჩმა ვენესუელაში სერგეი მელიქ-ბაღდასაროვმა ქვეყანაში Mir-ის გადახდის სისტემის ტესტირების დაწყების შესახებ განაცხადა. იმ დროს ბარათით გადახდებს მარგარიტას კუნძულზე იღებდნენ და მისი სატესტო მუშაობა კარაკასში მიმდინარეობა.
უახლესი
6 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი