დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მინდა სინანული გამოვხატო, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე -  ირაკლი კობახიძე

მინდა სინანული გამოვხატო, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე - ირაკლი კობახიძე

16-08-2023 18:41:19

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარა ირაკლი კობახიძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ შოვის სტიქიას გადარჩენილ ადამიანების მონაყოლში ეჭვი შეიტანა, დღეს აცხადებს, რომ მის მიერ გაკეთებულ განცხადებას ნანობს.

ამის შესახებ დღეს, 16 აგვისტოს, რაჭაში ყოფნისას განაცხადა.

„მე მქონდა სატელეფონო საუბარი დათო ჯელაძესთან, შემდეგ, ასევე, შევხვდი მას. ჩემი შთაბეჭდილება მინდა გაგიზიაროთ, პირველ რიგში, ადამიანური, დათო არის გულიანი, ვაჟკაცი რაჭველი კაცი. მან დეტალურად გაიხსენა ის ისტორია, რომელიც მას გადახდა. წარმოუდგენელი, საოცარი ისტორიაა. რეალურად, მან ყველაფერი გააკეთა, რომ მისი დისშვილი გაეყვანა მაქსიმალურად უსაფრთხო ტერიტორიაზე. თავის თავს აჯობა, ისეთი გზა აქვს მას ამისთვის გამოვლილი. წარმოუდგენელი რაღაც აქვს გაკეთებული...

პირველ რიგში, მინდა, განვმარტო, რაზე იყო საუბარი. იყო ბრიფინგის, სადაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მე მაჩვენა ფოტო, რომელიც პირველად ვნახე ბრიფინგის დროს. ძალიან ხშირად ვრცელდება სოციალურ მედიაში სრულიად ყალბი ფოტოები. აქედან გამომდინარე, მე არც ვიცოდი, ვის მიერ იყო ეს ფოტო დადებული და ზუსტად რა იყო ასახული ამ ფოტოზე. აქედან გამომდინარე, კითხვა დავსვი, თუ რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს ეს ფოტო და იქ აღწერილი მოცემულობა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, გავერკვიე ყველაფერში, რომ ეს ფოტო იყო დათო ჯელაძის მიერ დადებული. 

პირველ რიგში, სინანული მინდა, გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე, რაც მან თქვა, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დასანანი“, - განაცხადა კობახიძემ.

ამ დროისათვის ცნობილია, რომ შოვის სტიქიას 26 ადამიანი ემსხვერპლა. 7 ადამიანს მაშველები ამ დორმდე  ეძებენ. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები