დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მინდა მადლობა გითხრათ თქვენი ქმედებისთვის - ბექა ოდიშარია ნათია თურნავას

მინდა მადლობა გითხრათ თქვენი ქმედებისთვის - ბექა ოდიშარია ნათია თურნავას

06-10-2023 09:17:20

დეპუტატი ბექა ოდიშარია სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას გადაწყვეტილებას სანქციების აღსრულების წესში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით მიესალმება და მადლობასაც უხდის. 

„როგორც პარალამენტის წევრმა, როგორც ადამიანმა მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ნაბიჯისთვის, რაც თქვენ გადადგით, -მიმართა დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ პარლამენტში, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის განხილვისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას. 
დეპუტატის თქმით, ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების წესში შეტანილი ცვლილება შეიძლება ბევრმა დაიწუნა, თუმცა ეს იყო აქტი, რომელიც შედგა. 
„შეიძლება ეს ჩემი პირადი შეფასებაა, მაგრამ მინდოდა მადლობა მეთქვა თქვენთვის. თქვენ იმოქმედეთ ისე, რომ შეიძლება ნახევარმა სამყარომ დაგიწუნათ, მაგრამ თქვენი ქვეყნის 99%-მა დაგიფასათ“ - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები