დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თიბისისა და EBRD-ს შორის 25 მილიონი აშშ დოლარის  სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა

მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თიბისისა და EBRD-ს შორის 25 მილიონი აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა

21-10-2024 15:40:00

თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად - განსაკუთრებული ფოკუსით მწვანე ინვესტიციების დაფინანსებაზე.

 

EBRD-თან აღნიშნული თანამშრომლობა პირდაპირ თანხვედრაშია თიბისის, როგორც წამყვანი საბანკო ჯგუფის, სტრატეგიულ პრიორიტეტებთან, მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესების მდგრად განვითარებას და ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკის დედოლარიზაციას. 

 

ლარში დენომინირებული სესხის მიღებით, იზრდება ადგილობრივ ვალუტაში ფინანსირებაზე ხელმისაწვდომობა, რაც კერძო სექტორის განვითრებისთვის აუცილებელი პირობაა. შესაბამისად, მოზიდული დაფინანსება, თიბისის საშუალებას აძლევს  შეუფერხებლად  განაგრძოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების უზრუნველყოფა გრძელვადიანი, ადგილობრივი ვალუტის სესხებით.

 

აღსანიშნავია, რომ პროექტი ფოკუსირებული იქნება ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიისა და კლიმატისადმი მდგრადი პროექტების დაფინანსებაზე, რაც ხელს შეუწყობს კლიმატთან დაკავშირებული ინვესტიციების პოპულარიზაციას საქართველოში და გაამყარებს თიბისის მოწინავე პოზიციებს მწვანე და მდგრადი ფინანსირებისმიმართულებით.

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შესახებ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია. წლებისგანმავლობაში EBRD-მა საქართველოში, ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის სფეროებში, 5.3 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განახორციელა, ჯამში 301 პროექტში, რომლის 82% კერძო სექტორზემოდის.

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები