2 ივნისს, ,,ასოციაცია ქართული ღვინო''-ს და შატო მუხრანის ორგანიზებით მერანოს ღვინის ფესტივალი საქართველოში, კერძოდ შატო მუხრანში უკვე მესამედ გაიმართება.
„მერანოს საერთაშორისო ღვინის ფესტივალი“ პირველად 1992 წელს სამხრეთ ტიროლში, ქალაქ მერანოში გაიმართა. ეს იყო პირველი ღვინის ფესტივალი ევროპაში, რომელიც დროთა განმავლობაში არა მხოლოდ იტალიის, არამედ მსოფლიო მასშტაბის წამყვან ღვინის მოვლენად იქცა.
15 წელია, რაც საქართველო ცნობილ იტალიურ “მერანოს ღვინის ფესტივალთან” თანამშრომლობს. 2022 წელს მერანოს ღვინის ფესტივალი პირველად გაცდა იტალიის საზღვრებს და საქართველოში გაიმართა. ამ 2 წლის განმავლობაში ფესტივალი გაიზარდა როგორც მონაწილეთა, ასევე სტუმართა რაოდენობით და ღვინის პროფესიონალებისა და მოყვარულების შეხვედრის ტრადიციულ ადგილად იქცა.
მერანოს ღვინის ფესტივალი საქართველოში ემსახურება მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და უნიკალური ქართული ღვინოების აღმოჩენასა და პოპულარიზაციას.
ფესტივალის პროგრამა:
ღვინის გამოფენა ორანჟერეაში:
• 350-ზე მეტი დასახელების ღვინის გამოფენა-გაყიდვა საქართველოს, იტალიის, საფრანგეთის, პორტუგალიის, თურქეთის და სომხეთისა რეგიონიდან;
• ქართული გასტრონომიული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა;
სემინარები შატო მუხრანის ტყე-პარკში:
• პანელური დისკუსიები დავით გორგილაძესთან ერთად:
ღვინო და სუფთა ფურცელი
ღვინის ლაქა სავიზიტო ბარათზე
ხვალინდელი გემოები
ღვინის დეგუსტაცია სასახლის ზამთრის ბაღში:
12:00 - 12:45 იშვიათი ქართული ჯიშების მიკროვინიფიკაციები - დავით ჩიჩუა
13:00 - 13:45 რჩეული იმერული ჯიშები - ქეთი ჯურხაძე, ლადო კუბლაშვილი
14:00 - 14:45 ამფორაში დაყენებული ღვინოები იტალიიდან - ჰელმუტ კოხერი
15:00 - 15:45 ცქრიალა თავგადასავალი, შამპანური და ტერუარი - დარია ხოლოდილინა
16:00 - 16:45 დონაფუგატა, სიცილიური ღვინოები - ფაბიო ჯენოვეზე
17:00 - 17:45 პორტუგალიური შემაგრებული ღვინოები - World of Wine -ის ბრენდის მენეჯერი და ბრენდის ელჩი
კულინარიული მასტერკლასები:
• მიშლენის გაიდის სიაში შესული რესტორნის ჰოლანდიელი შეფ მზარეული რუდოლფ ვან ნუნენი
• ქართველი შეფ მზარეული ალექსანდრე ტატიშვილი
შატო მუხრანის XIX საუკუნის ტყეპარკი
• ღვინით ხატვის მასტერკლასები
• ვინოპოლია
• საკვები და გასართობი ზონა
ღონისძიების დახურვა
• SALIO და ბენდი
• DJ
__________________
ბილეთები: http://tkt.ge/MeranoWineFestival
სტანდარტული ბილეთი:
• პირველი კალათა ონლაინ - 60 ლარი
• მეორე კალათა ონლაინ - 75 ლარი
• ადგილზე - 100 ლარი
პროფესიონალურ დეგუსტაციაზე დასასწრები ბილეთი შეგიძლიათ დამატებით შეიძინოთ (ადგილების რაოდენობა შეზღუდულია):
13:00 - 13:45 იშვიათი ქართული ჯიშების მიკროვინიფიკაციები: 40 ლარი
14:00 - 14:45 ქართული მეღვინეობის რეგიონები და მათი პერსქპექტივა ( იმერეთი): 40 ლარი
15:00 - 15:45 ამფორაში დაყენებული ღვინოები იტალიიდან: 40 ლარი
16:00 - 16:45 ცქრიალა თავგადასავალი, ფრანგული შამპანურის დეგუსტაცია: 40 ლარი
17:00 - 17:45 პორტუგალიური შემაგრებული ღვინო: 40 ლარი
სტუდენტებზე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება კარზე სტუდენტური პირადობის მოწმობის წარდგენისას. სტუდენტური ფასდაკლების გამოყენება შესაძლებელია ერთჯერადად, ერთ ბილეთზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ: 1878@mukhrani.com
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი