დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მეორე კვარტალში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა შემცირდა, ფრინველის რაოდენობა კი გაიზარდა

მეორე კვარტალში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა შემცირდა, ფრინველის რაოდენობა კი გაიზარდა

16-08-2023 13:10:25

საქართველოში მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა შემცირდა. 

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით  2023 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით (985.0 ათასი სული) შემცირდა და  929.7 ათასი სული შეადგინა.

აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 446.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 2.0 პროცენტით (455.7 ათასი სული) ჩამორჩება. ღორის რაოდენობა კი 161.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 21.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე (205.3 ათასი სული).

რაც შეეხება ფრინველის რაოდენობას, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით (10 841.1 ფრთა) 0.6 პროცენტით გაიზარდა და 10.9 მილიონ ფრთა შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები