ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა (წონა - 131,56 გრამი) და ვერცხლის (წონა - 194,78 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 14 429,74 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით ჯარიმა, ჯამში 14 429,74 ლარის ოდენობით შეეფარდათ.
უახლესი
14 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება