IPTV-ის აბონენტების 54,3%-ი მაგთიკომზე, ხოლო 37.8%-ი სილქნეტზე მოდის. აბონენტების 7,9%-ი კი IPTV სერვისებით სხვა ქსელებისგან იღებენ მომსახურებას. თუ კი 2024 წლის თებერვლის მაჩვენებლებს 2023 წლის თებერვლის მაჩვენებლებთან შევადარებთ, სახეზეა, რომ მაგთიკომმა IPTV-ის გარკვეული რაოდენობა დაკარგა. სილქნეტის მაჩვენებლები უცვლელი დარჩა, თუმცა ოდნავ გაიზარდა სხვა ქსელების IPTV აბონენტების რაოდენობა. რეალურად მიმდინარე თებერვალში გაზრდილია მცირე ოპერატორების საბაზრო წილები.
2023 წლის თებერვლის მაჩვენებლები ასეთია: მაგთიკომი - 55.1%, სილქნეტი - 37.8%, სხვა - 7.1%.
რაც შეეხება IPTV-ის შემოსავლების გადანაწილება კომპანიების მიხედვით, სტატისტიკა ასე გამოიყურება:
(პროცენტები შესაძლოა 100-მდე არ ჯამდებოდეს მეათედების დამრგვალების გამო)
2024 წლის თებერვალში, 2023 წლის თებერვალთან შედარებით მცირედით გაზრდილია მცირე ოპერატორების შემოსავლები.
თებერვალში IPTV-ის აბონენტების რაოდენობა 640 ათასი აბონენტი იყო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 5%-იან ზრდას აჩვენებს. რაც შეეხება შემოსავლებს ზრდა აქაც 5%-ია და მიმდინარე წლის თებერვლის მაჩვენებლებით 11 მლნ ლარს აღწევს.
IPTV - მაუწყებლობის ტრანზიტის ერთ-ერთი ტიპი, რომლის დროსაც სამაუწყებლო სიგნალი ქსელებში გადაიცემა ინტერნეტის პროტოკოლის (IP) გამოყენებით.
უახლესი
17 საათის წინ
განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდი ვართ - IKANI19 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა