დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მაგთიკომი VS სილქნეტი - რომელ კომპანიას ჰყავს IPTV-ის მეტი აბონენტი

მაგთიკომი VS სილქნეტი - რომელ კომპანიას ჰყავს IPTV-ის მეტი აბონენტი

19-10-2023 10:00:32

IPTV-ის აბონენტების რაოდენობის მიხედვით „მაგთიკომი“ ლიდერობს. როგორც comcom-დან მიღებული სტატისტიკური ინფორმაციიდან ირკვევა, 2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით „მაგთიკომის“ IPTV-ის აბონენტების რაოდენობა  54,6%-ს შეადგენდა, ხოლო „სილქნეტის“ 37,8%-ს, ხოლო 7,6%-ი სხვა ოპერატორებზე მოდის. 

რაც შეეხება ერთი წლით ადრე, IPTV-ის აბონენტების რაოდენობის გადანაწილებას, სტატისტიკა ასე გამოიყურება: მაგთიკომი - 55,7%, სილქნეტი - 37,6%, სხვა - 6,6%.

როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, 2023 წლის აგვისტოში გაზრდილია მცირე ოპერატორების საბაზრო წილები. იმავდროულად, მცირედით შემცირებულია "მაგთიკომის" აბონენტების რაოდენობა.

IPTV-ის მომსახურე კომპანიებს, სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2023 წლის აგვისტოში მცირედით გაზრდილია „სილქნეტის“ შემოსავლები, მცირედით შემცირებულია "მაგთიკომის" შემოსავლები, ხოლო  მცირე ოპერატორების შემოსავლები გაზრდილია მნიშვნელოვნად.

(პროცენტები შესაძლოა 100-მდე არ ჯამდებოდეს მეათედების დამრგვალების გამო).

2023 წლის აგვისტოს მონაცემებით, IPTV-ის შემოსავლების გადანაწილება კომპანიების მიხედვით ასეთია: მაგთიკომი - 55%, სილქნეტი - 39% და სხვა - 6.5%.

რაც შეეხება 2022 წლის აგვისტოს მაჩვენებლებს შემოსავლების სტატისტიკა ასე გამოიყურება: მაგთიკომი - 57,2%, სილქნეტი - 38% და სხვა - 5%.

IPTV - მაუწყებლობის ტრანზიტის ერთ-ერთი ტიპი, რომლის დროსაც სამაუწყებლო სიგნალი ქსელებში გადაიცემა ინტერნეტის პროტოკოლის (IP) გამოყენებით.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები