მაღალი კლასის საცხოვრებელ კომპლექსს ფუნქციურობა და მდებარეობა გამოარჩევს, რომელიც აქტიური ცხოვრების და კომერციის შერწყმის ადგილია,- ამის შესახებ „გლდანი ინნ“ - ის თანადამფუძნებელმა, ბუბა ჩანქსელიანმა განაცხადა.
საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური ინვესტიციით, დეველოპერული კომპანია „ინნ დეველოპმენტი” ახალ სამშენებლო პროექტს, „გლდანი ინნ“ - ს ახორციელებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 54 მილიონ დოლარს შეადგენს.
„პროექტის გარემოსთან ადაპტაცია, დახვეწილი დიზაინი და სწორი დატვირთვა მცხოვრებლებს ცხოვრების განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს. 20,000 კვადრატულ მეტრზე განაწილებული შიდა ეზო კი გამორჩეულ გარემოსა და კომფორტს ჰპირდება. თითოეულ მობინადრეს აქვს პრივილეგია, ეზოდან გაუსვლელად ისარგებლოს „სითი მოლი გლდანის“ ყველა ბენეფიტით. კომპლექსიდან 150 მეტრში მდებარეობს მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“. სადარბაზო მოიცავს ლობის ტიპის მისაღებს, თითოეულ ბლოკში გათვალისწინებულია მიწისქვეშა საპარკინგე ზონა. ყველა ეს დეტალი, ერთად, ქმნის კომფორტული, უსაფრთხო და თანამედროვე ცხოვრების ყველა პირობას რაიონის ცენტრში“. - განაცხადა „გლდანი ინნ“ - ის თანადამფუძნებელმა, ბუბა ჩანქსელიანმა
უახლესი
13 საათის წინ
განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდი ვართ - IKANI15 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა