დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლურჯი მოცვი ინდოეთში გავიტანეთ, ეს ბაზარი ჩვენთვის საინტერესო გახდა - „აგროლეინი“

ლურჯი მოცვი ინდოეთში გავიტანეთ, ეს ბაზარი ჩვენთვის საინტერესო გახდა - „აგროლეინი“

29-07-2024 13:00:00

მოცვის მწარმოებელმა კომპანიამ ,,აგროლეინმა“ იმერეთში მდებარე პლანტაციებიდან წლს 250 ტონა მოსავალი მიიღო.

როგორც როგორც „აგროლეინის“ დირექტორი გიორგი ღვინიაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, მოცვის ძირითადი მოსავლის რეალიზაცია სპარსეთის ყურის ქვეყნებში მოხდა, ხოლო ნაწილი რუსეთსა და ინდოეთის ბაზარზე გაყიდეს.

„2024 ლის სეზონზე მიღებული მოსავალი სრულად გავყიდეთ. წელს 250 ტონა მივიღეთ, უამინდობის გამო მოსავლის ნაწილი დავკარგეთ, თუმცა წელს მიღებული მოცვი საკმაოდ მაღალი ხარისხის იყო“,- განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

„აგროლეინის“ დირექტორის ინფორმაციით, კომპანიამ მიღებული მოცვის მოსავლის მხოლოდ 35% გაყიდა ადგილობრივ ბაზარზე.

„საქართველოს ჰიპერმარკეტების ქსელებს ლურჯი მოცვით ჩვენ ვამარაგებთ. ჩვენი სამიზნე ბაზრებია გალფის ქვეყნები. წელს სატვირთო თვითმფრინავი ვიქირავეთ და მოცვის ექსპორტი განვახორციელეთ დუბაიში. ჯამში გოლფის ქვეყნებში 60 ტონის რეალიზაცია შევძელით. ასევე საჰაერო გზით 10 ტონა მოცვი ინდოეთში გადავტვირთეთ. მოსავლის ნაწილის რეალიზაცია კი რუსეთის ბაზარზე შევძელით“, - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

რაც შეეხება ევროკავშირს, წელს  „აგროლეინს“ მოცვი ამ ბაზარზე არ გაუტანია. როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, წელს ევროკავშირის ქვეყნებში თბილი ამინდების გამო მოცვის სეზონი ადრე დაიწყო და ამის გამო ქართული კომპანიისთვის ამ კუთხით ფასი საინტერესო არ იყო.

„გალფის ქვეყნებში უფრო მომგებიანია მოცვის ექსპორტი“, - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

მოცვის სეზონზე „აგროლეინმა“ 400 ადამიანი დაასაქმა, დღიური ხელფასი 8 საათიანი სამუშაოს შემთხვევაში 50 ლარს შეადგენდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები