დიდ ბრიტანეთში, ლონდონში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტული გამოფენის WTM 2023 ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შეხვედრებს მართავს საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირსა და აშშ-ში საქართველოს პოპულარიზაციის და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით.
მაია ომიაძე საერთაშორისო მედიის, უმსხვილესი კინო სტუდიის დაჯავშნის პლატფორმის წარმომადგენლებს ხვდება, მათ შორის არიან უმსხვილესი კომპანიები: Skyscanner, Warner Bros, National Geographic traveller, BBC და Euro News.
“მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესი ტურისტული გამოფენის ფარგლებში შეხვედრებს ვმართავთ ისეთ ცნობილ მედიასაშუალების წარმომადგენლებთან, როგორებიცაა: Euro News, BBC, National Geographic traveller, ასევე ვხვდებით Warner Bros-ის წარმომადგენლებს. ჩვენ შეხვედრა გვაქვს ჯეიმი ოლივერთან და გვსურს საქართველოში ჩამოვიყვანოთ და ქართული გასტრონომიისა და ღვინის შესახებ გადაცემა მოვამზადებინოთ“,-განაცხადა მაია ომიაძემ.
„კოვიდ პანდემიის შემდეგ წელს, ლონდონის გამოფენაზე ვხვდებით ძველ პარტნიორებს, ვადგენთ აქტიურ ბაზრებს, ვინ არის დაინტერესებული საქართველოს ტურისტული პოტენციალით, რომელი პირდაპირი ავიარეისები ინიშნება საქართველოს მიმართულებით. გამოფენაზე საქართველოსადმი ძალიან დიდი დაინტერესებაა და ამ გამოფენაში მონაწილეობა შესანიშნავი საშუალებაა საქართველოსთვის, რადგან ახალ ბაზრებს, ახალ პარტნიორებს იზიდავს“,-აცხადებს სასტუმრო პარაგრაფის წარმომადგენელი თამუნა ჩხეიძე.
„სექტორისთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოფენა, ჩვენ არამხოლოდ დიდი ბრიტანეთიდან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვხვდებით სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებს, ჩვენ საინტერესო საუბრები გვქონდა როგორც არსებულ პარტნიორებთან, ასევე ახალი კომპანიების წარმომადგენლებთან“,-განაცხადა Caucasus Travel-ის წარმომადგენელმა მაია კიკნაძემ.
WTM London 2023 გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან 20-ზე მეტი კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციაა წარმოდგენილი.
გამოფენის ფარგლებში, 3 დღის განმავლობაში სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ პოტენციურ პარტნიორებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.
WTM London 2023 გამოფენაში 185-ზე მეტი ქვეყნის 4 ათასი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. გამოფენას ტურიზმის სფეროს 35 ათასზე მეტი პროფესიონალი ესწრება.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა