დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლიმონათებისა და წვენების მწარმოებელი „რე-ფრეში“ საწარმო ხაზის გახსნასა და წარმადობის გაზრდას გეგმავს

ლიმონათებისა და წვენების მწარმოებელი „რე-ფრეში“ საწარმო ხაზის გახსნასა და წარმადობის გაზრდას გეგმავს

12-07-2024 12:00:00

 

ლიმონათებისა და წვენების მწარმოებელი „რე-ფრეში“ საწარმო ხაზის გახსნასა და წარმადობის გაზრდას გეგმავს

როგორც „რე ფრეშის“ საოპერაციო დირექტორი სალომე ინაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, პროდუქცია მთლიანად ქართული ნედლეულით მზადდება და ნატურალურია, რის სიმცირეც ბაზარზე აშკარად შესამჩნევია. ამიტომ მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, „რე-ფრეში“ 2024 წელს გაფართოებას და ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს.

„თბილისის ზღვაზე ვგეგმავდით საწარმოს გახსნას პლატფორმა „გემოვანთან“ კოლაბორაციის შედეგად, თუმცა ეს პროექტი ვერ შედგა. ახლა ჩვენ აწარმოე საქართველოსა და პროკრედიტ ბანკი საქართველოს მხარდაჭერით განვაგრძობთ განვითარებას. მივყვებით ჩვენ სტრატეგიულ გეგმას და ახლა დანადგარების შეძენით ვართ დაკავებული და საკუთარი საწარმოო ხაზის განვითარებას ვგეგმავთ. ასევე ვეძებთ ადგილს სადაც ჩვენი საწარმო განთავსდება. განვიხილავთ როგორც დამოუკიდებელ ფართზე საწარმოს განთავსებას, ფართის იჯარით აღებას ან შესყიდვას, ისე მცირე საწარმოებთან ერთად განვითარებას. ჩვენ კრაფტ ასოციაციაშიაც დავაარსეთ და ვგეგმავთ მცირე და საშუალო საწარმოები გავაწევრიანოთ და გავცვალოთ ცოდნა სერვისების შესახებ და დავეხმაროთ განვითარებაში“, - ამბობს სალომე ინაძე. ამ დროისთვის „რე ფრეშის“ წარმოება ხდება პარტნიორ მცირე საწარმოში და თვეში 1000 ბოთლის ჩამოსხმა ხდება. „პროდუქცია მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, თუმცა ახალი საწარმოო ხაზის გაშვების შემდეგ, მზარდი მოთხოვნიდან და ინტერესიდან გამომდინარე ექსპორტის საკითხი მარტივად გადაწყდება“, - ამბობს სალომე ინაძე.

„რე-ფრეშის“ ბრენდით ამ ეტაპზე 8 სახის ლიმონათი და ნატურალური წვენები იწარმოება. კომპანიაში 5 ადამიანია დასაქმებული. საწარმოს გახსნის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 15-მდე გაიზრდება.

რაც შეეხება ექსპორტს, კომპანიის ინტერესებშია პოზიციების გამაგრება მეზობელი ქვეყნების, ევროკავშირისა და აშშ-ს ბაზრებზე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები