საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ახალი სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით გამართულ უწყებათაშორისი კომისიის სხდომას დაესწრო.
როგორც კობიაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მას ჰქონდა ინიციატივა, რომ მშენებლობის პროცესში UEFA-ს წარმომადგენლებიც ჩაერთონ.
„სამუშაო შეხვედრა იყო. ვიყავით წარმოდგენილი როგორც ფეხბურთის, ისე რაგბის ფედერაცია, სხვადასხვა უწყებები. ჩემი ინიციატივა იყო, რომ კარგი იქნება, თუ ამ პროცესში UEFA-ს წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან, ვინაიდან მათ ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ. მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით წინ, ეს პროცესი გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, მალე დავიწყებთ ამ არაჩვეულებრივი სტადიონის მშენებლობას“, - აღნიშნა კობიაშვილმა.
თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი კომისია იმუშავებს.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი