დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Leader of the Year - „იელთი ჯგუფის“ მორიგი აღიარება

Leader of the Year - „იელთი ჯგუფის“ მორიგი აღიარება

18-02-2025 13:00:00

„ნაციონალური ბიზნეს რეიტინგის ასოციაციისა“ და "შვეიცარიის რეიტინგების ასოციაციის" მიერ, კომპანია „იელთი ჯგუფი“ დაჯილდოვდა, როგორც ლიდერი კომპანია ქართულ ბიზნეს სექტორში - "Leader of the Year".

როგორც კომპანიაში განმარტავენ, აღნიშნული პრიზი „იელთი ჯგუფისთვის“ უკვე რიგით მესამეა. 

„აღსანიშნავია, რომ ეს პრიზი ჩვენმა კომპანიამ უკვე მესამედ მოიპოვა. ნაციონალური ბიზნეს რეიტინგი – ეს არის საერთაშორისო ბიზნეს სარეიტინგო პროგრამა. მისი მთავარი მიზანია, განსაზღვროს ეკონომიკის ლიდერები საწარმოთა შორის, შეაფასოს მათი საქმიანობის ეფექტურობა.

"იელთი ჯგუფი" 2020 წლიდან ინარჩუნებს განვითარების შესამჩნევად სწრაფ ტემპს. კომპანიის მისიის შესაბამისად, რომელიც საერთაშორისო, მაღალი რეპუტაციის ბრენდების საქართველოში შემოყვანას, მათი ცოდნის და ექსპერტიზის გაზიარებას გულისხმობს, 2024 წლიდან “იელთი ჯგუფი“ გახდა კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის "BARCELO HOTEL GROUP"-ის რჩეული პარტნიორი ექსკლუზიური თანამშრომლობის პირობით“, - აცხადებენ "იელთი ჯგუფში".

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები