ისრაელიდან საქართველოში გამგზავრების მსურველს არ აქვს პრობლემა, რომ შეიძინოს ბილეთი და გაემგზავროს პირდაპირი ავიარეისით ან კიდევ ლარნაკის გავლით, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანიამ განაცხადა.
ელჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ისრაელის საერთაშორისო აეროპორტები არ დაკეტილა და ისინი ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.
მისივე თქმით, „ჯორჯიან ეარვეისმა“ ავიარეისები გადაიტანა ლარნაკაზე და შედეგად, კვიპროსიდან საქართველოსკენ რეისებს კიდევ დაემატა ყოველდღიური რეისები.
რაც შეეხება ისრაელურ ავიაკომპანიებს, ისინი პირდაპირ ფრენებს ახორციელებენ როგორც თბილისის, ისე ბათუმის მიმართულებით დღეში მინიმუმ ორჯერ.
„ასე, რომ ნებისმიერ მსურველს, რომელსაც სურს პირდაპირი რეისით ისარგებლოს, შეუძლიათ ისრაელური კომპანიებით იფრინონ, ან თუ მათ მაგალითად, დღევანდელ ან ხვალინდელ რეისზე ვერ შეიძინეს ბილეთი, თელ-ავივიდან კვიპროსის მიმართულებით დღეში 12 რეისია, ხოლო კვიპროსიდან უკვე ორი რეისია საქართველოს მიმართულებით. ამიტომ, ისრაელიდან გამგზავრების მსურველს არ აქვს პრობლემა, რომ შეიძინოს ბილეთი და გაემგზავროს საქართველოში პირდაპირი რეისი
უახლესი
21 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა