დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლაშა დარსალია იტალიის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

ლაშა დარსალია იტალიის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

12-03-2024 15:00:00

2023 წლის 5 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მასიმილიანო დანტუონოსთან.

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და იტალიას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ კავშირებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. აღინიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება 2023 წლის აპრილში ჩამოყალიბებულ მაღალი დონის დიალოგს, რომელიც საქართველოსა და იტალიას შორის ორმხრივი ურთიერთობების მთავარ ასპექტებს მოიცავს. მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების აქტიური დინამიკის თაობაზე და ხაზი გაუსვეს არსებული პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობას.იტალიის ელჩმა მაღალი შეფასება მისცა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და მიესალმა 2023 წლის 14 დეკემბერს ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებას, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

ლაშა დარსალიამ მადლობა გადაუხადა იტალიელ დიპლომატს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მისი ქვეყანა იჩენს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართულებით. შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები.

მასიმილიანო დანტუონომ დაადასტურა იტალიის მტკიცე და უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეხვედრის დასასრულს, ლაშა დარსალიამ იტალიის ელჩს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში და მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა დაუდასტურა

ავტორი:

ლუკა წურწუმია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები