2023 წლის ბოლოსთვის სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 12.94%-ი შეადგინა, რაც თვიურ ჭრილში და წლიურ ჭრილში კლებას აფიქსირებს. როგორც სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2023 წლის დეკემბერში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 13.69%-ის დონეზე იყო, ხოლო 2022 წლის დეკემბერში 13.14%-ის დონეზე.
დეკემბერში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 15.32%-ი იყო, რაც თვიურ და წლიურ ჭრილში შემცირებული საპროცენტო მაჩვენებელია. უფრო კონკრეტულად დეკემბერში იურიდიულ პირებზე ლარში გაცემული სესხების საპროცენტო მაჩვენებელი 12.94%-ის დონეზე იყო, ხოლო ფიზიკური პირების 17.23%-ის.
რაც შეეხება უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებს დეკემბერში მათი საპროცენტო განაკვეთი 9.01%-ი იყო, რაც თვიურ და წლიურ ჭრილში ზრდას აჩვენებს.
უცხოური ვალუტით, იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხების საპროცენტო განაკვეთი 9.52%-ი იყო, ხოლო ფიზიკურ პირებზე გაცემული უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების საპროცენტო განაკვეთი 7.31%-ის დონეზე იყო.
უახლესი