ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6118 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6153 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0035 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8317 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8261 ლარს შეადგენდა. ევროს ცვლილებამ 0.0056 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 16 ივნისს შევა.
უახლესი