დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზების აღდგენის სამუშაოები დასრულდა.
სააგენტოს ცნობითვე, განახლებული ადმინისტრაციული შენობა უკვე მასპინძლობს ვიზიტორებს, სადაც მათ შეუძლიათ დეტალური ინფორმაცია მიიღონ აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და საქართველოში პირველი დაცული ტერიტორიის - ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების უნიკალური სახეობებისა თუ სალაშქრო მიმართულებების შესახებ.
"ამჟამად, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს ყველა არსებული ბილიკის განახლება და ახალი ბილიკების ქსელის დამატება, ჯამში 105 კმ-მდე სიგრძის, თანამდევი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურით: ფანჩატურებით, ცეცხლის დასანთები ადგილებით, ასევე, შენდება ეკოტურისტული კოტეჯები. სამუშაოების ძირითადი ნაწილი შესრულებულია, ბილიკების ქსელის მოსაწყობად, ჯამში 5 მლნ ლარამდე თანხაა გამოყოფილი",- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა