დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქვეყნები, საიდანაც ნებართვის გარეშე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დააბრუნეს

ქვეყნები, საიდანაც ნებართვის გარეშე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დააბრუნეს

21-04-2023 15:39:35

2023 წლის პირველ კვარტალში უცხო ქვეყნებიდან საქართველოში რეადმისიას ( სამშობლოში დაბრუნებას) 1 190 პირი დაექვემდებარა.

შსს-ს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აღნიშნულ სამ თვეში სულ რეადმისიის 1 196 განცხადებაა განხილული, საიდანაც 1 190-ზე თანხმობა გაიცა, 6-ზე კი უარი.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი - 785 მოქალაქე საქართველოში რეადმისირებული იყო გერმანიიდან. შემდეგ მოდის:

საფრანგეთი -149,

საბერძნეთი - 57, 

ესპანეთი - 13,

შვედეთი - 17,

ავსტრია -18 და ასე შემდეგ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება 2011 წლის 1-ელ მარტს ამოქმედდა.

შეთანხმების საფუძველზე ხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე. შეთანხმების შესაბამისად, რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა სატრანსპორტო ხარჯს საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს საზღვრამდე აანაზღაურებს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები