საქართველოდან ოქროს ექსპორტი შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ექსპორტზე 58,348.41 ათასი დოლარის ღირებულების 1.54 ტონა ოქრო გავიდა, მაშინ როდესაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტზე 2.72 ტონა ოქრო გავიდა. შესაბამისად კლება 43%-ია.
2024 წლის შვიდ თვეში ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით საქართველოდან სულ 3 საექსპორტო ბაზარზე შევიდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ექსპორტის 92%-ი შვეიცარიაზე მოდის.
ქვეყნები, სადაც საქართველო ოქროს ყიდის:
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ოქროს ექსპორტი 2009 წლიდან ფიქსირდება, თუმცა მისმა ექსპორტმა მის ისტორიულ მაქსიმუმს 2010 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყნიდან 7.19 ტონა ოქრო გაიტანეს.
უახლესი
50 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა