ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 21%-ითაა შემცირებული. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-მაისში ქვეყანაში 65 455 მსუბუქი ავტომობილის იმპორტი დაფიქსირდა, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 82 841 მსუბუქი ავტომობილის=.
რაც შეეხება იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების ჯამურ ღირებულებას აქ კლება 23%-ია. 2024 წლის 5 თვეში ქვეყანაში 967,364.34 ათასი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილების იმპორტი დაფიქსირდა, 2023 წლის 5 თვეში კი 1,262,459.02 ათასი დოლარის.
2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების 71%-ი საქართველოში აშშ-დან შემოვიდა.
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველომ მსუბუქი ავტომობილები იყიდა:
აშშ - 46,226.00 ცალი - 549,952.35 ათასი დოლარი;
იაპონია - 9,975.00 ცალი - 138,778.09 ათასი დოლარი;
გერმანია - 2,788.00 ცალი - 139,257.52 ათასი დოლარი;
კორეა - 1,469.00 ცალი - 20,244.46 ათასი დოლარი;
ჩინეთი - 1,119.00 ცალი - 18,598.00 ათასი დოლარი;
უახლესი