საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისოაეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობას იწყებს.
მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისგენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და სამშენებლო კომპანია ,,ანაგის" დირექტორმა ირაკლიგოგოლიშვილმა ჩაუშვეს.
ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა ხელს შეუწყობს აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრისა დასატვირთო ტერმინალის განვითარებას. ასევე, სამომავლოდ, დიდი ზომის (ე. წ. wide body) საჰაეროხომალდების მიღება ქუთაისის აეროპორტს შესაძლებლობას მისცემს შორი მანძილებიდან ახალიავია-მიმართულებები დაემატოს.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება უპრეცედენტოდ დიდია - 240 მლნ ლარამდეა და ჯამურად, 2012-2024 წლებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებულ კაპიტალურ დანახარჯებს 40 მლნ ლარითაღემატება.
ახალი, 3.5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის პირველი ფაზის ნაწილია, რომელზეც მუშაობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით, მსოფლიოს ერთ-ერთმაყველაზე გავლენიანმა საავიაციო საკონსულტაციო კომპანია IATA კონსალტინგმა ცოტა ხნის წინ დაასრულა.
პროექტს სამშენებლო კომპანია ,,ანაგი" განახორციელებს და მისი დასრულება 2026 წლის გაზაფხულზეიგეგმება.
რის შემდეგაც, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იქნება ერთადერთი აეროპორტისაქართველოში,რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.
დღეისათვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი D კოდით ოპერირებს, მისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის(ადზ) სიგრძე 2,5 კმ-ს შეადგენს, რაც საშუალო ზომის საჰაერო ხომალდების ოპერირებას უზრუნველყოფს.
უახლესი