ჩვენი პირველი წერტილი გაიხსნა ბაზარი ორბელიანზე. ახალი პროდუქტის ბაზარზე გამოყვანა ყოველთვის გრძელი და რთული გზაა, პირველ რიგში მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ ჩვენი პროდუქტი მართლაც მისაღებია მისთვის, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი მორდეხაშვილმა განუცხადა.
კომპანიის დამფუძნებელი პირველი შედეგებით კმაყოფილია.
„განსაკუთრებით ახალგაზრდების რეაქციებით. ყველა აღფრთოვანებულია იმით, რომ ქართული კერძების ასე მარტივი ფორმით დაგემოვნება შეიძლება, სწრაფად, გემრიელად და ძალიან მოხერხებულად.
რაც შეეხება მომდევნო წერტილებს, პირველ რიგში განვავითარებთ მიწოდების სერვისს Dark Kitchen პრინციპით, რათა ქალაქის მაქსიმალური ტერიტორია დავფაროთ. იანვრიდან ვაკე საბურთალოს დავფარავთ. ასევე გვაქვს მოლაპარაკება რამოდენიმე სავაჭრო ცენტრთან, რათა მათ ფუდ კორტებზეც დავიდოთ ბინა. ასე რომ, 2024 ძალიან ატიური წელი იქნება კუსას ბრენდითვის“,- ამბობს დამფუძნებელი.
რაც შეეხება მოთხოვნას, გიორგი მორდეხაშვილი ამბობს, რომ თითქმის თანაბრად გადანაწილდა.
„არ გვყავს აუტსაიდერები. თუმცა, გამოჩნდენ ბესტსელერები. ესენია ღომის ბურთულა შებოლილი ყველით, ქათმის ბურთულა შქმერულად, მჭადის ბურთულა ისპანახის ფხალით, მჭადის ბურთულა ყველით, ხორცის ბურთულა ყველით და ფლავის ბურთულა სოკოთი. მაგრამ, ჩვენდა გასაკვირად, ყველაზე ბერვი ტკბილი ბურთულები იყიდება შოკოლადის, ალუბლის და ვანილის შიგთავსბით. ალბათ ამაზე იმანაც იმოქმედა, რომ მათი ღირებულება 80 თეთრია და დასაგემოვნებლად სტარტისთვის ბევრი სწორედ ამ ბურთულებს ირჩევს“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
მისი თქმით, ბაზარზე Kusa Food Balls-ის კომკურენტული უპირატესობა პირველ რიგში პროდუქტის ინოვაციურობა, მისი უნიკალური თვისებები, მომსახურების სისწრაფე და ხელმისაწვდომი ფასი.
„ამასთან, ყვლეაზე დიდი მუშაობა ჩატარებულია იმაზე, რომ ჩვენი ხარისხი და გემო მუდამ ერთი იყოს. ამის საშუალებას იძლევა ჩვენი უმაღლესი სტანდარტებით აღჭურვილი ინოვაციური ნახევარფაბრიკატების წარმოება. ჩვენ მომხმარებელს ვაძლევთ საშუალებას დააგემოვნოს მისთვის ჩვეული და საყვარელი ქართული გემოები ძალზედ მოსახერხებელ ფორმატში. ამასთან, სწორად შეარჩიო კერძების ასორტიმენტი და პორციები. ასევე კონკურენტული უპირატესობაა ის, რომ ჩვენი წერტილისთვის სულ 8-10 კვადრატული მეტრი ფართი გვჭირდება, რადგან ადგილზე მხოლოდ კერძის საბოლოოდ მომზადება ხდება, ამასთან კერძების ასორტიმენტი უკვე 14 პოზიციას აღწევს. ასეთ მცირე ფართობზე ასეთი ასორტიმენტის შეთავაზებას ჩვენი კონცეფციის უნიკალური თვისებებით ვახერხებთ“,- ამბობს გიორგი მორდეხაშვილი.
კომპანიის დამფუძნებლის თქმით, 2-3 წლის განმავლობაში 40-მდე წერტილის გახსნას გეგმავენ, მათ შორის ფრანშიზის მოდელით.
„თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე მრავლად გვაქვს შემოთავაზებები ფრანშიზის მოდელით მუშაობის მზადყოფნაზე, ჩვენ ამ მოდელით მუშაობაზე გადასვლას მხოლოდ ერთი წლის თავზე ვგეგმავთ. ანუ მხოლოდ მაშინ, როდესაც ბიზნეს მოდელს საკუთარ წერტილებზე დავტესტავთ და მზად ვიქნებით დაწვრილებით გავწეროთ ფრანშიზის სქემით მუშაობის ყველა რეგლამენტი.
ასევე ბევრია შემოთავაზება კაფეებისგან, ბარებისგან, ქეითერინგის კომპანიებისგან, რომლებიც ჩვენი ნახევარფაბრიკატების შეძენით და შემდგომ მზა პროდუქციის რეალიზაციით არიან დაინტერესებულები. ასეთი ტიპის თანამშრომლობისთვის ვფიქრობთ უკვე სულ მალე ვიქნებით მზად.
და რა თქმა უნდა, ჩვენ რეგულარულად მივიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა ფესტივალებში, ბაზრობებზე, ვფქრობთ, ახალი ქართული სტრიტ ფუდის და ფასტ ფუდის კონცეფცია აუცილებლად უნდა იყოს წარდგენილი ყველა ასეთ ღონისძიებაზე.
გუშინ გავხსენით ჩვენი წერტილი ათონელის ქუჩაზე, საახალწლო ბაზრობაზე, რომელიც, აქვე მინდა ავღნიშნო, შესანიშნავად არის ორგანიზებული და ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი ღონისჭიებაა ჩვენი ქალაქისთვის. მინდა გულითადი მადლობა მოვუხადო ამისთვის ყველა ორგანიზატორს და სულისჩამდგმელს“,- ამბობს მეწარმე.
უახლესი
8 საათის წინ
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყავას ყიდულობს9 საათის წინ
Cavea ახალ კინოთეატრს ხსნის