Kusa Food Balls-ი, რომელიც ბაზარზე 3-4 თვის უკან გამოჩნდა ჰორეკა სექტორში შესვლას გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი მორდეხაშვილმა განაცხადა, მალე Kusa Food Balls-ის პროდუქცია სუპერმარკეტებშიც გამოჩნდება.
თუმცა ვიდრე Kusa Food Balls-ის პროდუქცია ჰორეკა და სუპერმარკეტების სექტორს დაიპყრობს, მანამდე კომპანია ახალი პროდუქტების დამატებას განაგრძობს.
ფელამოჩი, რომელიც მენიუს ბოლოს დაემატა ფელამუშის და ნაყინის საოცარი ცივი დესერტია და მისმა გაყიდვებმა კომპანიის მოლოდინები მალევე გაამართლა.
„როგორც იცით ჩვენ ვართ საწარმო და ყველა გაყიდვას სატესტო რეჟიმში ვაწარმოებთ. ფაქტობრივად ვიკვლევთ მომხმარებლის სურვილებს, მოთხოვნებს და საჭიროებებს. მომხმარებელს თუ რა უფრო მოსწონს. სწორედ მუშაობის ამ რეჟიმში შემოგაქვს სხვადასხვა გემოები. ბოლო პროდუქტი რაც ბაზარზე გამოვიტანეთ ეს იყო ფელამოჩი, რომელმაც განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და ფელამოჩს წარმოებს ალბათ გავაფართოვეთ. ანუ საუბარი მაქვს ქართული დესერტის ხაზზე, სადაც ფელამოჩიც იქნება. სამომავლოდ შევალთ ჰორეკა სექტორში და გავჩნდებით სუპერმარკეტებში. რეალურად ამ პროცესებისთვის ვამზადებთ ჩვენს საწარმოს“, - აღნიშნა მორდოხაშვილმა.
კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ სუპერმარკეტების ქსელებთან აქტიური მოლაპარაკებებია, „თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულ სუპერმარკეტს ვერ დავასახელებთ, რომელთაც ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი უკვე გამოთქვეს“.
Kusa Food Balls-ის საწარმო თბილისში, სამგორის რაიონში მდებარეობს, რაშიც დაახლოებით 250 ათასი დოლარია ინვესტირებული.
სამომავლოდ Kusa Food Balls-ი საკუთარი კვების ობიექტების გახსნასაც განიხილავს. გიორგი მორდოხაშვილის თქმით, ვიდრე Kusa Food Balls-ის მთლიანად კონცეფცია და მენიუ არ შეიკვრება მანამდე კვების ობიექტების გახსნა არ იგეგმება.
ირკვევა, რომ დღეისათვის Kusa Food Balls-ის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტებია ქათმის ბურთულები შქმერულად, კიევური ქათმის ბურთულები, ზოგადად ტკბილი ბურთულების ხაზი და რა თქმა უნდა, დღეისათვის ყველაზე მოთხოვნადი ფელამოჩი.
Kusa Food Balls არის ქართული სწრაფი კვების ინოვაციური კონცეფცია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს კლასიკურ ქართულ კერძებს ბურთულების ფორმატში, სხვადასხვა გარსითა და შიგთავსით.
„ჩვენთან შეგიძლიათ დააგემოვნოთ ყველის ბურთულები ღომის, მჭადის და კარტოფილის გარსში, ქათმის ბურთულები შქმერულად და კიევურად, ხორცის ბურთულები ყველით, ტკბილი ბურთულები ვანილის კრემით, შოკოლადის კრემით და ალუბლის ჯემით. სრულ მენიუს გაეცნობით ვოლტისა და გლოვოს აპლიკაციების საშუალებით“, - აღნიშნულია კომპანიის გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
უახლესი
15 საათის წინ
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყავას ყიდულობს16 საათის წინ
Cavea ახალ კინოთეატრს ხსნის