კრისტალი უერთდება მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 15 მარტს აღინიშნება.
“კრისტალისთვის” მომხმარებლებზე ზრუნვა და მათი უფლებების დაცვა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. კომპანია ერთგულებასა და პასუხისმგებლობას თითოეული ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიმართ ყოველდღიური საქმიანობით ადასტურებს. “კრისტალისთვის” უმნიშვნელოვანესია, ყველა მომხმარებლისთვის იყოს სანდო ფინანსური პარტნიორი, რისთვისაც მათ ყოველთვის სთავაზობდეს საუკეთესო გამოცდილებასა და დაცულობას.
“მომხმარებელთა უფლებები არ არის მხოლოდ კანონით გათვალისწინებული ვალდებულება, ეს არის კორპორაციული პრინციპები, გამჭვირვალობა, უსაფრთხოება და ხარისხი — ის ღირებულებები, რომლებზეც ჩვენი კომპანია დგას. მომხმარებლების დაცვა მუდმივი პროცესია და, ბუნებრივია, ის ყოველთვის პრიორიტეტად დარჩება: საბანკო ლიცენზიის მიღება მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობასა და საქმიანობას კვლავაც აქტიურად გავაგრძელებთ”, - აღნიშნავს კრისტალის გენერალური დირექტორი ილია რევია.
გასულ წელს ამ მიმართულებით “კრისტალმა” საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა და მიკროფინანზას გლობალური სარეიტინგო კომპანია MFR-ისგან მომხმარებელთა დაცვის ვერცხლის სერტიფიკატის მიიღო. სერტიფიკატი, რომელიც მომხმარებელთა დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებსა და კრიტერიუმებს ეფუძნება, “კრისტალს” MFR-ის ექსპერტების მიერ ჩატარებული ხანგრძლივი და სიღრმისეული კვლევის შემდეგ მიენიჭა.
საერთაშორისო აღიარება ადასტურებს, რომ კომპანია ზედმიწევნით ითვალისწინებს მომხმარებლების დაცვის გლობალურ პრინციპებს, უზრუნველყოფს სამართლიან, სანდო და გამჭვირვალე მიდგომებს, ახორციელებს პასუხისმგებლიანი და გონივრული დაკრედიტების პოლიტიკას მომხმარებლისთვის ჭარბვალიანობის ასარიდებლად, განსაკუთრებულად იცავს მათი პირადი მონაცემების უსაფრთხოებას, ხელს უწყობს მომხმარებლების ეკონომიკურ გაძლიერებასა და ფინანსურ რესურსებზე წვდომას.
ამას გარდა, ვერცხლის სერტიფიკატი ხაზს უსვამს, რომ “კრისტალი” აკმაყოფილებს მომხმარებლების ადეკვატური დაცვისთვის აუცილებელ ყველა სტანდარტს და თანამედროვე პრაქტიკის შესაბამისად მუდმივად პროგრესირებს.
“კრისტალის” შესახებ:
კრისტალმა 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო.
მიკრობანკის ლიცენზიის მიღებამდე, კომპანია ქართულ საფინანსო ბაზარზე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით ოპერირებდა. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 520 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 105 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა.
კრისტალის ისტორია 1998 წელს იწყება, მაშინ, როცა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ ადგილობრივი არაკომერციული ორგანიზაცია - საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ დაფუძნდა, რომელმაც წამოიწყო მიკრო დაკრედიტების საპილოტე პროგარამა. ფონდის სასესხო კაპიტალი მაშინ სულ რაღაც $10,000 დოლარს შეადგენდა. თითქმის 27 წლის მანძილზე ორგანიზაციამ ხანგრძლივი, გამოწვევებით და მრავალი წარმატებით სავსე პერიოდი გაიარა.
უახლესი
5 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7755 ლარია