Nulidan.ge - „კრაფტ მეწარმეობის აკადემიის“ ახალი პლატფორმაა, რომელიც ახლა იქმნება.
პროექტი მომხმარებლებისთვის ისეთი სერვისის შეთავაზებას გულისხმობს, სადაც მსურველები რეგისტრაციას გაივლიან და ბიზნესთან დაკავშირებით რიგი პროცედურების დამუშავებას შეძლებენ.
კერძოდ, ბიზნეს-გეგმის შედგენას, საკუთარი პროდუქტის ატვირთვას, პოტენციურ ინვესტორთან დაკავშირებასა და სხვა.
ამ თემაზე, Business Insider Georgia - თან „კრაფტ მეწარმეობის აკადემიის“ დამფუძნებელი დავით ქადაგიშვილი საუბრობს.
„ახალი პლატფორმის მეშვეობის დამწყებ მეწარმეებს შეეძლებათ ყველა მათთვის საჭირო და საინტერესო დეტალის გავლა, სადაც ფაქტობრივად, ნულიდან დაიწყებენ და პლატფორმის მეშვეობით საკუთარი საქმის წამოწყებას, განვითარებასა და პოტენციურ ინვესტორთან დაკავშირებას შეძლებენ.
ვაპირებთ, პროექტი საქართველოში დავტესტოთ, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ჩაეშვება, ხოლო მეორე ქვეყანა ინდოეთი იქნება, სადაც დამწყებ მეწარმეებს ამ მომსახურებას შევთავაზებთ.
ამდენად, ვასწავლით ადამიანებს, როგორ გახდნენ ფინანსურად დამოუკიდებელნი და შექმნან ხარისხიანი პროდუქტი“, - ამბობს დავით ქადაგიშვილი.
რაც შეეხება „კრაფტ მეწარმეობის აკადემიის“ სწავლებას, კომპანია მუშაობს რამდენიმე მოდულზე, როგორიცაა არტიზანული პურისა და პურ-ფუნთუშეულის წარმოება, ყველანაირი ტიპის ჩირის წარმოება, შოკოლადების მიმართულება და ხელნაკეთი საპნების წარმოება, რასაც მალე არტიზანული ყველი და ალკოჰოლური სასმელების წარმოების სწავლების კურსები დაემატება.
დამწყები მეწარმეები გადიან როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ ზუსტ ინსტრუქტაჟს, როგორ და რა გააკეთონ, რომ ხარისხიანი პროდუქტი შექმნან ან სურვილის შემთხვევაში, შესაბამის პოზიციებზე დასაქმდნენ.
„ამ ეტაპზე პროფესიული უნარების სააგენტოსთან ვთანამშრომლობთ, რომ მოვიპოვოთ სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის უფლება. მოთხოვნაა, რომ პროგრამას დაემატოს პრაქტიკული სწავლება, რაც გულისხმობს ადგილზე მასტერკლასებს. ამ მიმართულებით პირველი - პურ-ფუნთუშეული იქნება. გარდა ამისა, ვიწყებთ თანამშრომლობას ,,აგროჰაბთან“. შესაბამისად, აკადემიის კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, ამ კომპანიაში დასაქმდნენ. “, - ამბობს დავით ქადაგიშვილი.
შეგახსენებთ, რომ „კრაფტის მეწარმეობის აკადემია“ 2 წლის წინ დაფუძნდა. მისი სერვისით უკვე დაახლოებით 5 000 -მა ადამიანმა ისარგებლა.
რაც შეეხება ტარიფებს, თითო კურსის მაქსიმალური ღირებულება 450 ლარია. ამ ეტაპზე მოქმედებს საგაზაფხულო აქცია, რომლის ფარგლებშიც მსურველებს ნებისმიერ შერჩეულ მოდულზე კურსის გავლა 225 ლარად შეუძლიათ.
ცნობისთვის, როგორც დავით ქადაგიშვილი განმარტავს, „კრაფტ მეწარმეობა“ არის მცირე მეწარმეობის მიმართულება, სადაც წარმოების პროცესი არის ჰიბრიდული ტიპის, ასეთ დროს ადამიანის ხელი წარმოების პროცესში არანაკლებ 50%-ით და სხვა მანქანა დანადგარები - არაუმეტეს 50%- ითაა ჩართული.
„წარმოების ასეთი ტიპი საშუალებას აძლევს ერთის მხრივ მომხმარებელს, რომ ხარისხიანი პროდუქცია უწყვეტად მიიღოს და მეორე მხრივ მწარმოებელს, რათა ნაკლები ძალისხმევით მიიღოს მეტი შედეგი“, - ამბობს დავით ქადაგიშვილი.
უახლესი