ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია Korida • კორიდა ასორტიმენტის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას აპირებს. როგორც Business Insider Georgia-ს „კორიდაში“ განუცხადეს, სამომავლოდ შაშხების ასორტიმენტის ზრდა იგეგმება. ამ ეტაპზე კომპანია 2 სახეობის შაშხს: ქათმის და „ავსტრიულს“ აწარმოებს.
„მომხმარებლის მხრიდან არსებულმა მოთხოვნამ, საშუალება მოგვცა შაშხების ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაზე გვეფიქრა“, - განმარტავენ „კორიდაში“.
ამ დროისათვის “კორიდა“ 40-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს. კომპანიის ცნობით, მომხმარებლის მხრიდან ყველაზე მეტად მოთხოვნადი პროდუქტებია: სოსისი „ივერია“, ძეხვები „მონადირული“, „სერველატი“ და „საექიმო“. წლიდან წლამდე იზრდება კომპანიის გაყიდვებიც.
„გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით 13%-იანი ზრდა გვაქვს. რაც შეეხება ხარისხს, მიგვაჩნია, რომ „კორიდას“ შემთხვევაში დაცულია ხარისხისა და ფასის ოპტიმალური ბალანსი. მუდმივად ვმუშაობთ ხარისხის გაუმჯობესებაზე – ჩვენი ტექნოლოგები რეგულარულად გადიან სხვადასხვა ტრენინგებს საზღვარგარეთ, რაც საშუალებას გვაძლევს, დავნერგოთ ახალი და ინოვაციური ტექნოლოგიები“, - აცხადებენ კომპანიაში.
დღეისათვის„კორიდას“ მიერ წარმოებული ხორცპროდუქტები მთელი საქართველოს მასშტაბით იყიდება. მათი შეძენა შესაძლებელია, როგორც “ნიკორას”, “ლიბრეს”, “კარფურის”, “დეილის”, “მაგნიტის” სუპერმარკეტებში, ასევე სხვა სავაჭრო ობიექტებში, მათ შორის ე.წ. უბნის მაღაზიებშიც.
კომპანიაში არსებულ გამოწვებზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს სასაქონლო მეურნეობები, რომლებიც შეძლებენ მოთხოვნის უზრუნველყოფას.
„ამიტომ “კორიდას” საწარმო იმპორტირებული ნედლეულით მარაგდება. ვთანამშრომლობთ წამყვან იმპორტიორ ქვეყნებთან, რომელთა შორისაა : არგენტინა, იტალია, ბრაზილია, გერმანია და სხვა.
„კორიდა“ იმ კომპანიებს შორისაა, რომელსაც მრავალი წელია დანერგილი აქვს საერთაშორისო ISO 9001; ISO 22000 სტანდარტები, НАССР სისტემა, რაც კომპანიის ნდობის, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების და ეფექტურ მართვის სისტემების მნიშვნელოვანი გარანტიაა. წარმოებისა და დისტრიბუციის პროცესში წარმოებისა და მიწოდების თითოეულ კომპონენტს უწევენ მონიტორინგს“, - განმარტავენ კომპანია „კორიდაში“.
აღსანიშნავია, რომ „კორიდა“ ხორცპროდუქტების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2007 წელს ქალაქ ფოთში შეიქმნა. ის უკვე 18 წელია ბაზარზეა და ხორცპროდუქტების მრავალფეროვან ასორტიმენტს აწარმოებს.
“კორიდას“ ხორცპროდუქტების მთავარი უპირატესობა ხარისხისა და ფასის ბალანსია. დიდია იმ სეგმენტის მოცულობა, რომელიც ორიენტირებულია შედარებით დაბალ ფასზე და ამავე დროს, სჭირდება პროდუქტი, რომელიც ხარისხიანია და ნდობას იმსახურებს. სწორედ მაღალი ხარისხისა და ფასის თანაფარდობა არის ბრენდის მთავარი უპირატესობა“, - აცხადებენ კომპანიაში.
უახლესი
5 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7755 ლარია