„ოთხივე სეზონზე ყაზბეგი საინტერესო ლოკაციაა და მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან სასტუმრო Intourist Kazbegi Hotel-ის გენერალურმა მენეჯერმა ნინო ოქროპირიძე განაცხადა.
სასტუმროს გენერალური მენეჯერის განმარტებით, ბაზარზე იზრდება კონკურენციაც, მაგრამ Intourist Kazbegi Hotel-ი არის ერთ-ერთი გამორჩეული სასტუმრო, რომელმაც მყარად დაიკავა თავისი ადგილი და განაგრძობს განვითარებას
„2024 წელთან მიმართებაში მოლოდინები არის ძალიან კარგი. ვფიქრობთ ერთ-ერთი საუკეთესო წელი იქნება ტურიზმის სფეროსთვის. რა თქმა უნდა, თუ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვითარება არ შეიცვალა.
2023 წელს, 2022 წელთან შედარებით სასტუმრო Intourist Kazbegi Hotel-ის დატვირთულობის ზრდამ 8%-მდე შეადგინა, ხოლო გაყიდული ოთახების ჯამური შემოსავალი 11%-მდე გაიზარდა, ამბობს Business Insider Georgia-სთან სასტუმრო Intourist Kazbegi Hotel-ის გენერალური მენეჯერი ნინო ოქროპირიძე.
მისი თქმით, 2023 წელს სასტუმროს ბევრი უცხოელი სტუმარი ჰყავდა, თუმცა ტოპ-5 ქვეყანა, საიდანაც Intourist Kazbegi Hotel-მა მეტი ტურისტი მიიღო არის ტაილანდი, ჩინეთი, უზბეკეთი, კორეა, საუდის არაბეთი.
2023 წელს Intourist Kazbegi Hotel-ის სტუმრების 80%-ი იყო უცხოელი, ხოლო 20% ადგილობრივი.
„2024 წლის ჯავშნების მიღება უკვე დაწყებულია. მაღალი სეზონი ყაზბეგში იწყება მაისიდან და სრულდება სექტემბერ-ოქტომბერში. ამ მომენტისთვის ყველაზე აქტიურად წინასწარი ჯავშნები ჩინეთიდან და ტაილანდიდან შემოდის“, - აცხადებს Intourist Kazbegi Hotel-ი გენერალური მენეჯერი.
აღსანიშნავია, რომ Intourist Kazbegi Hotel-ი 2021 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. სასტუმროს აქვს 8 კატეგორიის 42 ნომერი. სასტუმრო მდებარეობს სტეფანწმინდის შუაგულში და მისი ისტორია 1963 წლიდან იწყება. გამორჩეულია სასტუმროს ლოკაცია, საიდანაც იშლება პანორამული ხედები კავკასიონის მთებზე, გერგეთის სამებასა და მწვერვალ ყაზბეგზე.
„რენოვაციის შემდეგ შევინარჩუნეთ დეტალები ძველი სასტუმროს ინტერიერიდან. ოთახები აღჭურვილია ყველა თანამედროვე სასტუმროსთვის საჭირო ინვენტარით. გამოყენებულია დიზაინერული დეტალები. სასტუმროს ნომრებს აქვს როგორც აივნები ასევე ტერასები მაღალი კატეგორიის ოთახებში, საიდანაც იშლება პანორამული ხედები, რაც იწვევს ჩვენი სტუმრების გაოცებასა და აღფრთოვანებას. სასტუმროს აქვს დიდი კეთილმოწყობილი და გამწვანებული ეზო, რაც საოჯახო დასვენებისთვისაც მნიშვნელოვანია.
სასტუმროში მოქმედებს რესტორანი ასევე დიდი და კომფორტული ტერასებით, სადაც შესაძლებელია, სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება, მათ შორის ქორწილების, წვეულებების და მიღებების. მენიუ გათვლილია ყველა კატეგორიის სტუმარზე. ძირითადი აქცენტი კთდება ქართულ კერძებზე, რაც როგორც უცხოელი ასევე ქართველი სტუმრებისთვისაც საინტერესო და მისაღებია“, - განუცხადა Business Insider Georgia-ს სასტუმრო Intourist Kazbegi Hotel-ის გენერალურმა მენეჯერმა.
სასტუმროში ფუნქციონირებს ერთი საკონფერენციო დარბაზი, რომელიც 30-40 ადამიანზე გათვლილი.
უახლესი
22 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა