აღსრულების ეროვნული ბიურო კომპანიის „ახალი სახლი ხილიანზე“ 50%-იან წილს ყიდის. ელექტრონული აუქციონი 22 სექტემბერსაა ჩანიშნული და ლოტის საწყისი ღირებულება 23 250 ლარს შეადგენს.
როგორც საჯარო რეესტრის მონაცემებიდან ირკვევა, კომპანია „ახალი სახლი ხილიანზე“ 2015 წელსაა დაფუძნებული და დღეის მდგომარეობით მის 50-50%-იან წილებს ვასილ გუნიავა და გიორგი ტაბატაძე ფლობენ. კომპანიის დირექტორი კი ვასილ გუნიავაა.
როგორც eauction-ზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანიას დებიტორ-კრედიტორები არ ჰყავს, არ აქვს სასაქონლო მატერიალური მარაგი, არ ფლობს წილებს სხვა კომპანიაში, კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მშენებლობა, თუმცა 28.04.2023 წლის მდგომარეობით არ ფლობს სამშენებლო ობიექტს. კომპანიას გააჩნია ორი უძრავი ქონება: ავტოსადგომები.
უახლესი
6 საათის წინ
კანადაში ექსპორტი 71%-ითაა გაზრდილი8 საათის წინ
რომელი ქვეყნებიდან ახდენს საქართველო ზეთის იმპორტს8 საათის წინ
ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა9 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა