კომპანია მზად არის კომისიას წარუდგინოს სრული ინფორმაცია და ხედვა არსებულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, - განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელმა თემურ ხონელიამ.
„მათ შორის გამოსავლის იმ ხედვებსა და გადაჭრის გზებზე, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ დარეგულირდეს არსებული პრობლემები და ვიაროთ შეთანხმებების გზით, საბოლოო ჯამში მანგანუმის მადნის მოპოვებას არ ჰქონდეს რაიმე შემაფერხებელი გარემოებები, რომელსაც პერმანენტულად აწყდება ინვესტორი. მივესალმებით სახელმწიფოს ჩართულობას“, - აღნიშნა თემურ ხონელიამ.
შუქრუთის აქციის მონაწილეებმა შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება სახელმწიფოს ინიციატივით დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
უახლესი
6 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა