კომპანია „გბვაინს“-ი გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნანიანში მდებარე 34272.00 კვ.მ. და 4669.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მფლობელი გახდა.
კომპანიამ აღნიშნული მიწის ნაკვეთები აუქციონზე 335 000 ლარად იყიდა.
აუქციონის პირობების მიხედვით, „გბვაინს“-ი ვალდებულია საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში განახორციელოს.
ასევე, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 6 თვის ვადაში საპრივატიზებო უძრავი ქონების განვითარების მიზნით, ამავე უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე არანაკლებ 100 000 ლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ინვესტიციის განხორციელება.
მყიდველი ვალდებულია საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში“ წარმოადგინოს ,,ბ“ პუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 4 თვით უნდა აღემატებოდეს ამავე პუნქტით განსაზღვრულ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „გბვაინსის“ 100%-იანი წილის მფლობელია შპს გ.ბ. კონსალტინგია, რომელსაც გიორგი ბეციაშვილი ფლობს.
უახლესი
6 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება