საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 2.6 მლრდ ლარით, ანუ 3.7 პროცენტით შემცირდა(გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.7 პროცენტით შემცირდა) და 2023 წლის იანვრის ბოლოს 67.7 მლრდ ლარი შეადგინა.
საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 9.4 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.9 პროცენტია.
სებ-ის ცნობით,ამ გაანგარიშებებში არ მონაწილეობს სს "პეისერა საქართველო"- მონაცემები, რადგანაც ციფრული ბანკი ოპერირებს სატესტო რეჟიმში.
უახლესი
14 საათის წინ
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია დღეს გაიმართება1 დღის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად