კომერციულ ბანკებში მომხმარებელთა მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა იზრდება
01-07-2024 13:30:00
მაისში კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 2 511 ერთეული პრეტენზია შეადგინა, რაც აპრილის მაჩვენებლებთან 2%-იან ზრდას, ხოლო 2023 წლის მაისის მაჩვენებლებთან 57%-იან ზრდას გულისხმობს. სებ-ის ინფორმაციით, აპრილში კომერციულ ბანკებში მომხმარებელთა მხრიდან 2 454 პრეტენზია დაფიქსირდა, ხოლო 2023 წლის მაისში 1 604 პრეტენზია.
მაისში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან ყველაზე მეტი, საუბარია 65%-ზე მიმდინარე ანგარიშთან/სადებეტო ბარათთან დაკავშირებული პრეტენზიები იყო.მხოლოდ მაისში სამომხმარებლო სესხთან დაკავშირებით კომერციულ ბანკები 275 პრეტენზია დაფიქსირდა.
რაც შეეხება პრეტენზიის ხასიათის მიხედვით სტატისტიკას, ის ასე გამოიყურება:
- ტრანზაქციები - 1477 პრეტენზია,
- ადმინისტრაცია/მომსახურება - 419 პრეტენზია,
- ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიები - 241 პრეტენზია,
- ჯარიმები და ვადაგადაცილების საკომისიოები - 81 პრეტენზია,
- მომსახურების საკომისიოები - 65 პრეტენზია,
- თანამშრომლის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაცია - 46 პრეტენზია,
- საპროცენტო შენატანები - 35 პრეტენზია,
- მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა - 21 პრეტენზია,
- ეთიკასთან დაკავშირებული - 14 პრეტენზია,
- რეკლამა, გაყიდვები, რჩევები - 9 პრეტენზია,
- კრედიტის წინსწრებით დაფარვის საკომისიო - 5 პრეტენზია,
- სხვა გადასახდელები - 5 პრეტენზია,
- პრეტენზიები დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულების მხარის მიერ მესამე პირებთან დაკავშირებით - 1 პრეტენზია,
- სხვა - 92 პრეტენზია.
პრეტენზიის დამუშავების სტადიის მიხედვით:
- განხილვა დასრულებულია, კომერციულმა ბანკებმა პრეტენზია უსაფუძვლოდ მიიჩნიეს - 1 136
- კომერციული ბანკების მიერ პრეტენზიის განხილვა არ დასრულებულა - 946
- განხილვა დასრულებულია, კომერციულმა ბანკებმა პრეტენზია საფუძვლიანად მიიჩნიეს - 426
- განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი - 5