2023 წლის აპრილის მდგომარეობით კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირების მიერ ეროვნული ვალუტით განთავსებული მოთხოვნამდე დეპოზიტების მოცულობამ 7 329 845 000 ლარი შეადგინა, რაც მარტთან შედარებით 4%-იან ზრდას, ხოლო გასული წლის აპრილთან შედარებით 38%-იან ზრდას აჩვენებს.
რაც შეეხება ვადიანი დეპოზიტების მოცულობას, რომელიც 2023 წლის აპრილის მაჩვენებლებით 4 136 665 000 ლარს შეადგენდა, თვიურ ჭრილში 5%-იან ზრდას, ხოლო წლიურ ჭრილში 30%-იან ზრდას აფიქსირებს.
აღსანიშნავია, რომ კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირების მიერ ეროვნული ვალუტით განთავსებული ვადიანი დეპოზიტები აპრილის მდგომარეობით რეკორდულ მაჩვენებელზეა.
ვადიან დეპოზიტებში ლიდერობას 6-12 თვემდე დეპოზიტები ინარჩუნებს, რომელზედაც მთლიანი დეპოზიტების 42%-ი მოდის. მეორე პოზიციაზე 1 წელზე მეტი ხნიანი დეპოზიტებია, რომელსაც აპრილის მდგომარეობით ბაზრის 34%-ი უკავია.
რაც შეეხება ლარში დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს მოთხოვნამდე დეპოზიტების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 11,1%-ია, ხოლო ვადიანის - 12,1%-ი.
უახლესი