სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი კობა გვენეტაძე უზბეკეთში სსფ-ს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ კობა გვენეტაძემ facebook-ის გვერდზე დაწერა.
„ცვლილების დროა - ნოემბრის თვიდან ვიკავებ უზბეკეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობას. უზბეკეთი 2017 წლიდან დაადგა ამბიციური რეფორმების გზას, ეკონომიკის ლიბერალიზაციას და მრავალმხრივი რეფორმების განხორციელებას. მოხარული ვარ, რომ ვიცხოვრებ ახალ ქვეყანაში, ვიმუშავებ ახალ კოლეგებთან და ჩემს ცოდნას და გამოცდილებას უზბეკეთის რეფორმების გზაზე მხარდასაჭერად გამოვიყენებ.
შევხვდებით ტაშკენტში!“, წერს სოციალურ ქსელში კობა გვენეტაძე.
კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე, პრეზიდენტი დაბადების თარიღი 26.12.1971 განათლება 2000 წელს დაამთავრა ამერიკული უნივერსიტეტი, ვაშინგტონი, აშშ. აშშ - ს მთავრობის ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიატი. მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. 1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფინანსების და კრედიტის სპეციალობით, კვალიფიკაცია ეკონომისტი. სამეცნიერო წოდება: მაგისტრი ჯილდო "Global Finance" - მა კობა გვენეტაძე ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის ზედიზედ მეხუთედ დაასახელა (2018, 2019, 2020, 2021, 2022 წლები). სამუშაო გამოცდილება 2016 წლის მარტიდან - 2023 წლის მარტამდე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე, პრეზიდენტი. 2015 - 2016 წწ. ეკონომიკური მრჩეველი "Galt & Taggart" (სს "საქართველოს ბანკი"). 2002 - 2015 წწ. უფროსი ეკონომისტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF). ვაშინგტონი, აშშ. ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტი. 2001 - 2002 წწ. სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, მთავრობის კანცელარია. 2000 - 2001 წწ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ფინანსთა სამინისტრო. 1999 წელი - ეკონომისტი, სტაჟიორი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), ევროპის II დეპარტამენტი. 1996 - 1998 წწ. ეკონომისტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოში. 1994 - 1996 მთავარი ეკონომისტი, საქართველოს ეროვნული ბანკი. 1993 - 1994 წწ. ეკონომიკური მიმომხილველი, გაზეთი "ივერია ექსპრესი." პუბლიკაციები ნავთობით მოპოვებული დოვლათის მართვა: აზერბაიჯანის ქეისი. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), 2004, თანაავტორი. ადგილობრივი ფასწარმოქმნა ენერგო პროდუქტებზე ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებში: აზერბაიჯანის ქეისი. რჩეული სტატიები. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), 2005, თანაავტორი. ერაყის ნავთობსექტორი: მოვლენები და პერსპექტივები ორმაგი შოკის შემდეგ. რჩეული სტატიები. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), 2015.
უახლესი
6 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა