დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი ორგანოს 37-ე შეხვედრას თბილისი უმასპინძლებს

კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი ორგანოს 37-ე შეხვედრას თბილისი უმასპინძლებს

15-07-2023 14:52:40

კორეის რესპუბლიკაში, . სონგდოში, კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი ორგანოს, საბჭოსრიგით 36- შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით,  საბჭოს მომდევნო შეხვედრა, მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს, საქართველოში, თბილისში ჩატარდება. გადაწყვეტილებას საბჭოს ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

 

კლიმატის მწვანე ფონდი მსოფლიოს უდიდესი ფონდია, რომელიც განვითარებად ქვეყნებს ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მიზნების განხორციელებაში.

 

. სონგდოში გამართულ საბჭოს რიგით 36- შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლისმეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი დაესწრო. ნინო თანდილაშვილი აღნიშნული საბჭოს წევრია და აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფს წარმოადგენს.

 

შეხვედრაზე დამტკიცდა 2024-2027 წლების კლიმატის მწვანე ფონდის სტრატეგიული გეგმა, რომელიცმიზნად ისახავს განვითარებადი ქვეყნების ხელშეწყობას კლიმატის ცვლილების კუთხით ქვეყნისეროვნული პრიორიტეტების განხორციელებაში

 

საბჭოს შეხვედრის ფარგლებში, კლიმატის მწვანე ფონდის აკრედიტაციის კომიტეტის შეხვედრებიგაიმართა, რომლებსაც ნინო თანდილაშვილი თავმჯდომარეობდა.

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები